FM97.5 / LIVE

‘ბიტნიკი კატა’ – ძალადობაზე გადაღებული ფილმი კონკურსის გამარჯვებული გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.09.2018
ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული რობიზონ ზარიძის ფილმი „ბიტნიკი კატა“ გახდა.

‘ბიტნიკი კატა’ – ძალადობაზე გადაღებული ფილმი კონკურსის გამარჯვებული გახდა

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და გამარჯვებულების დაჯილდოება ახალციხის ციხის ციტადელზე დღეს, 18 სექტემბერს გაიმართა. წარმოდგენილი სულ ხუთი ფილმი იყო.

მათ შორის პირველ ადგილზე რობიზონ ზარიძის ფილმი „ბიტნიკი კატა“ გავიდა.

გამარჯვებულ ფილმში ავტორმა ძალადობა ცხოველის თვალით აჩვენა. კატა, რომელიც აგრესიულ ადამიანებს ეყრება, საბოლოოდ მზრუნველობას ლესბოსელ გოგონებთან პოულობს.

„ფილმი ტელეფონის კამერით გადავიღე და ტელეფონითვე დავამონტაჟე. გარემო კატის თვალით რომ მეჩვენებინა, ტელეფონი ქამარზე დავამაგრე და ისე დავდიოდი ქუჩაში. ფილმში სექსუალური უმცირესობების თემას რაც შეეხება, ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შეუძლებელია იყოს აგრესიულობის, ან ძალადობრიობის განმსაზღვრელი, ამით ამის თქმა მინდოდა,“ – ამბობს გამარჯვებული ფილმის რეჟისორი რობიზონ ზარიძე.

კონკურსში მეორე ადგილზე ვალეში მცხოვრები ანი დარბაიძის ფილმი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ასპინძელი ზურა თურქაძის ფილმმა დაიაკავა.

„ძირითადი მიზანი იყო დაგვენახა, თუ როგორ გამოხატავენ და აღიქვამენ ახალგაზრდები ძალადობას. ვფიქრობ კონკურსმა გაამართლა, ფილმების კონკურსი პირველად გავაკეთეთ და არ ველოდი, რომ ამ ხარისხის ფილმებს გადაიღებდნენ მონაწილეები", – განაცხადა კონკურსის ორგანიზატორმა და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა მარიამ ზაზაძემ.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს სამი ჟიურის წევრი ჰყავდა: მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი, გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორი მარინე ზედელაშვილი და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახო ქორიძე.

‘ბიტნიკი კატა’ – ძალადობაზე გადაღებული ფილმი კონკურსის გამარჯვებული გახდა

„ძალიან საინტერესო პროექტია, იმ გაგებით, რომ ახალგაზრდებს ხელოვნების კეთების სტიმული ეძლევათ. მათ პირველად აიღეს ხელში ვიდეოკამერა, ზოგს ესეც არ ჰქონდა და ტელეფონით გადაიღო. გაგვიჭირდა უპირატესობის მინიჭება, მაგრამ გამარჯვებული ფილმით გაოცებული დავრჩი, თითქოს ეს არა მოყვარულის, არამედ ნამდვილი ხელოვანის მიერ იყო გადაღებული“ – ამბობს მარინე ზედელაშვილი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ. ღონისძიება ახალციხის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

პირველ ადგილზე გასულს პლანშეტი, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი მეხსიერების ბარათები გადაეცათ.

‘ბიტნიკი კატა’ – ძალადობაზე გადაღებული ფილმი კონკურსის გამარჯვებული გახდა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული სამყარო' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხის სოფლებში  ფილმებს აჩვენებენ
ახალციხის სოფლებში ფილმების ჩვენება იწყება
ახალციხის  მერია ახალგაზრდების გენდერული განათლებით დაინტერესდა
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა
რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული