FM97.5 / LIVE

ფოფხაძე: ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.09.2018
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, სამედიცინო მიზნით საქართველოში მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი და „ღვთისთვის სათნო“ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

ფოფხაძე: ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის

ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება, ადამიანმა უღალატო იმას, რაც შენი რწმენის და შენი მსოფლმხედველობის ნაწილია. ბოლომდე უნდა დარჩე ერთგული იმისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, რისთვისაც ვცხოვრობ. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისათის, მორალურად მისაღები საზოგადოებისათვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი“, – ამბობს დეპუტატი.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ სამედიცინო მიზნით საქართველოში მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სხვა დეპუტატები. თუმცა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის მობილურზე კი მისმა მძღოლმა გვიპასუხა: „ენზელი ახლა ერევანშია, ვერ დაგელაპარაკებათ“.

ამ ეტაპზე მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას კულტივაცია–ექსპორტს ეხება დროებით შეჩერებულია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მიტროპოლიტი: ‘როცა შენი ქვეყნის საზღვრებს ვერ აკონტროლებ, მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია’
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
კოპაძეს და მკოიანს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი სხვა კანონპროექტში აერია
სამცხე–ჯავახეთის სამი დეპუტატიდან ორმა ენმ–ს რეჟიმად გამოცხადებას მხარი დაუჭირა
გამოკითხვა: უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული? [Video]
ფოფხაძე: დეპუტატების საქმიანობა სხდომებზე აქტიურობით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს