FM97.5 / LIVE

კათოლიკური ეკლესია მარიხუანის შესახებ ილია მეორეს პოზიციას იზიარებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.09.2018
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პოზიციას მარიხუანის კულტივაციის, რეალზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით.

კათოლიკური ეკლესია მარიხუანის შესახებ ილია მეორეს პოზიციას იზიარებს

განცხადება სოციალურ ქსელში კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა ჯუზეპე პაზოტომ გაავრცელა: „ჩვენი ეკლესია, თავისი მოძღვრების ერთგული, მტკიცედ ადასტურებს პოზიციას, რაც პაპმა ფრანცისკემაც გაიმეორა სხვადასხვა გარემოებებში: მსურს განვაცხადო მთელი სიცხადით – არა ნარკოტიკების ნებისმიერ ტიპს! უბრალო და პირდაპირი არა! ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფსკრულში აღმოჩნდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი მსუბუქი ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები გვეუბნებიან. თუმცა, იმისათვის, რომ ამგვარი მტკიცე „არა“ განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა „ჰო“ სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს. ყველა ეს “ჰო” მიუთითებს ნებისმიერ ხელისუფლებას იმ მიმართულებებს, რომლისკენაც უნდა მიმართონ თავიანთი პრიორიტეტული ძალისხმევა, თუკი სურთ ნაყოფიერად და ხელშესახებად დაძლიონ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ჯუზეპე პაზოტო წერს, „იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას".

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ილია მეორე: 'ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა'
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’
მიტროპოლიტი: ‘როცა შენი ქვეყნის საზღვრებს ვერ აკონტროლებ, მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია’
ექიმი გვირჩევს: ნარკოტიკების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე [Video]
რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს
ევანგელური ეკლესია კათოლიკეებს რელიკვიების დაწვის გამო სოლიდარობას უცხადებს