FM97.5 / LIVE

საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 18.09.2018
დღეს, 18 სექტემბერს, ახალციხეში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში გააცნო.

საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, წინააარჩევნო პერიოდში პრობლემები ძირითადად საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას შეიქმნა. ასევე, პრობლემები შეიქმნა უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტების დროსაც.

„73–ვე ოლქში საუბნო და საოლქო კომისიების წევრები, უმრავლეს შემთხვევებში, ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არიან. გაურკვეველია როგორ ხდება საოლქო კომისიის წევრების მხრიდან საუბნო კომისიის წევრების არჩევა, რადგან ოლქში მხოლოდ დოკუმენტებს ეყრდნობიან და არ მიმდინარეობს მანამდე კონკურსანტებთან გასაუბრება. ამიტომ ეს პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა“, – ამბობს ბებიაშვილი.

შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდში, ამ დრომდე, მხოლოდ ერთი დარღვევა დაფიქსირდა, ახალციხეში, სოფელ სხვილისში პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს სააგიტაციო პლაკატების გაკვრაში ხელს უშლიდნენ: „ეს პრობლემა ადგილზევე იქნა აღკვეთილი და შესაბამისად, სააგიტაციოო მასალაც გაავრცელეს“.

ბებიაშვილის თქმით, საია–ს, ასევე, დაფიქსირებული აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტიც: „ამ საკითხს ჯერ ისევ ვიკვლევთ და ვსწავლობთ“.

საის წინასაარჩევნო პერიოდს ცენტრალური და რვა რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისსა და რეგიონებში აკვირდება.

საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
1766 განაცხადი სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიის წევრობისთვის
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა