FM97.5 / LIVE

ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.09.2018
ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, ახალციხის განაშენიანებამდე ძველი ქართული სოფლები იყო. ქალაქური ცხოვრება კი 1830 წლიდან დაიწყო. მაშინ აქ 29 ქუჩის და 308 სახლის მშენებლობა დაიგეგმა.

ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

1830 წლამდე, ვიდრე ახალციხე მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე გაშენდებოდა, ქალაქი მხოლოდ ამჟამინდელი რაბათის უბნის ტერიტორიაზე არსებობდა. იმ დროისთვის რაბათის დასახლებაში ძირითადად მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ. 1830–იან წლებიდან კი ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე ევროპული სახლების მშენებლობა დაიწყო. ამ დროისთვის ასეთი სახლების დიდი ნაწილი სახეშეცვლილი, ან გამქრალია.

„1828 წელს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ეთნიკური სომხები ჩამოასახლეს, ამიტომ სახლების გაჩენა და ქალაქის გეგმიური განაშენიანებაც, სავარაუდოდ, მათ ჩამოსახლებასთან არის დაკავშირებული. ქალაქის პირველი უბანი, ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, „ვერიპლანის“ სახელით იყო ცნობილი“, – გვიყვება ისტორიკოსი გიორგი ბერიძე.

ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი. ახალციხე მე–19 საუკუნის დასაწყისი


ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქის განაშენიანებამდე, ტერიტორია ძველ ქართულ სოფლებს – მოღნისს, ზემო და ქვემო მარდას, ურიამარდას, ხვანამარდას და მარდას ეკავა. ქალაქის გეგმიური განაშენიანებისას კი აქ სახლები ერთნაირი ქვით ააშენეს, მაშინ ყველა კვარტალს თავდაცვითი ფუნქცია უნდა ჰქონოდა, ამიტომ თითოეული უბანი კედლებით ისაზღვრებოდა.

ისტორიკოსები გვიყვებიან, რომ იმ პერიოდში გაშენებული 308 სახლიდან 11 წარჩინებულ ოჯახებს საკუთარი სახსრებით აუშენებიათ. ერთ–ერთი ასეთი საცხოვრებელი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ხის აივნიანი სახლია, რომელიც წარჩინებულ იაკობ დურგლიშვილს აუშენებია. შენობა დღესაც საცხოვრებლად არის განკუთვნილი და ის ოთხ ოჯახს უკავია.

ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
მე–19 საუკუნის დასაწყისი, იაკობ დურგლიშვილის სახლი


ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
იაკობ დურგლიშვილის სახლი დღეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე


„ქვით ნაშენ სახლებს ხის აივნებს უკეთებდნენ. ახალციხეში მკაცრი ზამთარია, თუმცა ზაფხული ცხელია და გარეთ ყოფნა სურდათ, ამიტომ ქვის სახლებზე ხის აივნებს აშენებდნენ. აივნებზე ორნამენტები კი იმ დროისთვის არსებულ კულტურულ დონეზე მეტყველებს“, – გვიყვება არქიტექტორი გოგი ნარიმანიშვილი.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზეა ქალაქის კიდევ ერთ–ერთი გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა ორბელიანების სახლი, რომელიც 1829–1833 წლებში აშენდა. 1913 წლიდან აქ ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ საქმიანობდა და წლების მანძილზე ინტელექტუალების თავშეყრის ადგილიც იყო.

1919 წელს შენობიდან ძვირფასეულობა და მდიდარი ბიბლიოთეკა გაიძარცვა. მას შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში შენობა გადაკეთდა და როგორც ისტორიკოსები გვიყვებიან, „ბლოკით მიაშენეს გვერდით ნაწილი, ამან კი სამწუხაროდ იერსახე დაუკარგა“.

ამ შენობაში წლებია ახალციხის სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს, ისტორიული ნაგებობა ავარიულია.

ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
ორბელიანების სახლი, ახლანდელი სამუსიკო სკოლა


ასევე, სავალალო მდგომარეობაშია პეტრე იბერის N17-ში მდებარე უძველესი შენობები, რომლებსაც ადგილობრივები „ბეგიბაღჩას“ უწოდებდნენ. აქ ბოლო წლების განმავლობაში სკოლა ფუნქციონირებდა, ახლა კი თავს უკანონოდ შესახლებული ვეტერანები აფარებენ. შენობაში საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის მოწყობა იგეგმება, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც მალე დაიწყებენ.

„ეს სახლი, ქალაქის გეგმიურ განაშენიანებამდე, ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, 1752 წელს აჰმედ–ფაშას აუშენებია. „ბეგიბაღჩას“ სახლები ქალაქის პირველი ევროპული სტილის შენობებია“, – გვიყვება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი რეზო ანდღულაძე.

ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
"ბეგიბაღჩას" ხის აივნიანი სახლი


ახალციხის უძველეს შენობებს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ. მერიის კულტურის სამსახურში ამბობენ, რომ ყველა მათგანის რეაბილიტაცია იგეგმება.

„მაგალითად, ორბელიანის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ პროექტი უნდა შედგეს ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამის შემდეგ შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება. „ბეგიბაღჩას“ ტერიტორიაზე ტრენინგ ცენტრი ეწყობა. რაც შეეხება ძველი აივნებიანი სახლების რესტავრაციას, ამასთან დაკავიშრებით ჯერ ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი.



ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
მე–19 საუკუნე, ახალციხე, მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო


[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ
ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს
ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა
საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში [ფოტო]
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება