FM97.5 / LIVE

საატესტატო გამოცდები განახლდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.05.2012
ორდღიანი შესვენების შემდეგ საატესტატო გამოცდები ქიმიის გამოცდით განახლდა

საატესტატო გამოცდები განახლდა

დილის ცხრა საათიდან საქართველოს ყველა სკოლაში მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ქიმიის გამოცდას აბარებენ. საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება თითქმის ყველა კურსდამთავრებულს ეძნელება.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის 55 მეთორმეტეკლასელიდან 21 რუსულ სექტორზე სწავლობს. დღევანდელ გამოცდაზე ამ დრომდე არცერთი ბავშვი არ ჩაჭრილა. სკოლის დირექტორის მარინა ზედგინიძის თქმით, ის ნაკადი, რომელიც გამოცდაზე პირველი შედის შედარებით სუსტი მოსწავლეები არიან, ამიტომ იმედი აქვთ, რომ შემდეგი ნაკადი უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

”ყველაზე მეტად 12 საათამდე გამოსული ბავშვების შედეგების გვეშინია. მეორე ნაკადზე უკეთესი მოსწავლეები არიან, თან კითხვები გამოაქვთ და შემდეგმა ნაკადმა უკვე იცის დაახლოებით რა სირთულის გამოცდა იქნება და აღარ ნერვიულობენ”, - ამბობს მარინა ზედგინიძე.

ახალციხის მესამე საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ ქიმიის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ისინი, ვინც რომელიმე გამოცდაზე ჩაიჭრებიან იგივე საგანს მეორე წელს განმეორებით ჩააბარებენ.

სკოლებში ამბობენ, რომ მოსწავლეებს ყველაზე მეტად ფიზიკის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ. მეორე საჯარო სკოლიდან ფიზიკა რვა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში კი ამ გამოცდაზე ბარიერი ათმა მოსწავლემ ვერ გადალახა.

არაქართულენოვან სკოლებში ამბობენ, რომ ფიზიკის გამოცდაზე კითხვები კარგად ნათრგმნი არ იყო. ამიტომ მოსწავლეები კითხვებს ზუსტად ვერ იგებდნენ.

”მე ველაპარაკე არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებს და თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ თანრგმანი არ იყო კარგი. ჩვენი მოსწავლეები, ვინც რუსულ სექტორზე სწავლობს, ამბობდნენ, რომ ზოგიერთი კითხვა საეთოდ ვერ გაიგეს”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი.

იგივეს ამბობს, მესამე სომხური სკოლის დიქრეტორი სვეტა არუთუნიანიც: ”ზოგიერთი ისეთი ამოცანა იყო, რომ მოსწავლეებმა ვერაფერი ვერ გაიგეს. დანარჩენ გამოცდებში ნორმალური შედეგები აჩვენეს, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ბავშვმა 5,48 ქულა მიიღო, 0,02 ქულა დააკლდა და ამის გამო ატესტატს ვერ იღებს”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ახალციხის მეორე სკოლაში ფიზიკის გამოცდა გაუჭირდათ
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
საატესტატო გამოცდები - დღე მესამე
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ