FM97.5 / LIVE

'წინა საბურავებით ჩავვარდი' – სოფელ აწყვიტაში ხიდი ჩაინგრა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2018
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ნიჯგორთან დამაკავშირებელი ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა ზედ „ფორდის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი გადადიოდა. მანქანაში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იჯდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

'წინა საბურავებით ჩავვარდი' – სოფელ აწყვიტაში ხიდი ჩაინგრა

შემთხვევა, 16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა, როგორც მიკრო ავტობუსის მძღოლი ჯიმშერ ტატურაშვილი ამბობს, დაზიანებები არც მას და არც მასთან ერთად მყოფ მგზავრს მიუღია.

„აწყვიტა–ახალციხის რეისზე ვმუშაობ, მაგრა მგზავრები არ მყოლია. ახალქლაქიდან ვბრუნდებოდი ჭანჭური გავყიდე და ცარიელი კალათები მეწყო. ხიდზე გადავდიოდი და ფიცრები ჩატყდა. წინა საბურავებით ჩაავარდი, მეორე ფიცარს რომ არ დავეჭირე ძირს ავღმოჩნდებოდი. ჩემი სოფლელის „ვილისი“ მოვიყვანე და იმან ამომიყვანა“, – გვიყვება სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი ჯიმშერ ტატურაშვილი. მისივე თქმით, ტრანსპორტს მხოლოდ წინა მხარე დაუზიანდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ მაგრაქველიძის თქმით, ხიდი ავარიული იყო, ამიტომ მისი რეაბილიტაციისთვის პროექტი უკვე მზად აქვთ და ექსპერტიზაზეცაა გადაგზავნილი: „როგორც კი პროექტი დაგვიბრუნდება, ტენდერზე დავდებთ. ხიდის სრულ რეაბილიტაციამდე კი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და აქ გადაადგილება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვისაა დასაშვები“.

აწყიტის ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას ნიჯგორთან და ასპინძასთან აკაბშირებს 2000–იან წლებში აშენდა. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ბოლოს მას სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა.

მაგრაქველიძე ამბობს, რომ მაშინ ხიდის სარეაბილტიაციო სამუშოები არასწორად განხორციელდა: „ეგ ბაგირზე დაკიდებული ხიდია და რადგან ზედ ტრანსპორტს უნდა ევლო არ შეიძლებოდა მხოლოდ ბაგირზე მისი დატოვება, აქ კიდევ ბევრი ნიუანსია, არაპროფესიონალურად არის სამუშაოები შესრულებული“.

„მაშინ ხიდის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. განვაახლეთ მხოლოდ ფიცრები. გავამაგრეთ ხიდის მოშვებული სამაგრები, ამოვჭიმეთ ლითონის ბადეები, გვერდზე კონსტრუქციას არ შევხებივართ. შესაძლოა აქ პრობლემები იყო თავის დროზე კონსტრუქციის გაკეთებისას“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი, რომელიც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს იგივე პოზიციაზე მუშაობდა.

მისივე თქმით, ხიდზე 3 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა დაუშვებელია და ზედ ამის მიმანიშნებელიცაა.

ვიდრე აწყვიტაში ხიდი აღდგება, აწყვიტის მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილება შემოვლითი გზით სოფელ ტოლოშიდან შეეძლება. ასპინძის მერიაში ამბობენ, რომ სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა სწორედ ეს არის.

ინფრომაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეასრულა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობი 2015 წელს, რა იყო პროექტით გათვალისწინებული, რა შესრულდა და ვინ ჩაიბარა ის, რედაქციამ ინფრომაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობით გამოითხოვა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია
აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდის რეაბილიტაციისთვის 80 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ბორჯომში სამი ხიდის რეაბილიტაცია იწყება
ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია