FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

მთავარისიახლე, განათლება 17.09.2018
დღეს, 17 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 28–ე აკადემიური წელი დაიწყო. რექტორთან ერთად, სტუდენტებს სწავლის დაწყება გუბერნიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე, სასულიერო პირებმა მიულოცეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ეზოში საქართველოს ჰიმნით დაიწყო. შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ ეზოში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და სტუდენტები.

„გთხოვთ გონებას მოუხმოთ და ღვთისგან მონიჭებული ნიჭი, სრულად გამოიყენოთ განათლების მისაღებად,“ – ამ სიტყვებით მიმართა სტუდენტებს მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ბესიკ ამირანაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია უნივერსიტეტთან აქტიურად ითანამშრომლებს: „გავაგრძელებთ იმ დაწყებულ პროექტებს, რომლებსაც აქამდე გუბერნია და უნივერსიტეტი ერთად ახორციელებდნენ. გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ“.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი ლილი ზაზაძეც: „ვიმედოვნებ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ლექტორები იზრუნებენ იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო სტუდენტობა გვქონდეს“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველკურსელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა გამართა. ამის შემდეგ მათ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დაათვალიერებინეს.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსებში 210 პირველკურსელი მიიღო. გარდა ამისა, სასწავლებელს მაგისტრატურის საფეხურზე – 40, ხოლო ქართული ენის პროგრამაზე 102 პირველკურსელი ჰყავს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი