FM97.5 / LIVE

არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან

მთავარისიახლე, განათლება 17.09.2018
ადიგენში, არლის სკოლის მშენებლობის დასრულება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრო.

არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან

არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2018–2019 სასწავლო წლის დაწყება ისევ ავარიულ და ნათხოვარ შენობაში მოუხდათ. კომპანიამ, რომელიც მშენებლობის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავდა, ვერ შეძლო.

„რამდენიმე დღე დენი იყო გათიშული, დღეს კი ცუდმა ამინდმა შეუშალა ხელი. ისევ ძველ სკოლაში ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. ტექნიკური შეფერხებებია, ასე აქტიურად რომ ემუშავათ გასულ წელსაც, მშენებლობა უკვე დასრულებული იქნებოდა“, – ამბობს არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე.

სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ კომპანია მუშაობას სექტემბრის ბოლომდე დაასრულებს, ოქტომბრიდან კი ახალ სკოლაში გადასვლას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Civil Construction" ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა. ამ ეტაპზე სკოლაში სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „Rooms–ი“ ასრულებს. სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის 540 000 ლარია გათვალისწინებული.

არლის ახალი სკოლა 192 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები სოფელში არსებულ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამრევლო სკოლების შენობებში არიან გადანაწილებული.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა