FM97.5 / LIVE

სხვილისში ბაქრაძის პლაკატების გაკვრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.09.2018
ახალციხეში, სოფელ სხვილისში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატების გაკვრისას, პარტიის წევრები და სოფელში მერის წარმომადგენელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სხვილისში ბაქრაძის პლაკატების გაკვრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პაატა ხითარიშვილი ჰყვება, სხვილისის შესასვლელში, ომის ვეტერანთა მემორიალის მიმდებარე კედელზე პლაკატებს აკრავდნენ, რასაც სოფელში ახალციხის მერის წარმომადგენლის გეორქ ექნოსიანის გაღიზიანება მოჰყვა.

„შესასვლელში, მემორიალის კედელთან, გზის ნაპირზე გავაკარით პლაკატები, ვიღაცამ დაგვინახა და მერის წარმომადგენელს უთხრა. სოფლის ცენტრში რომ ჩავედით გეორქ ექნოსიანი იქ ნასვამ მდგომარეობაში დაგვხვდა და გვითხრა, რომ არ გვქონდა მანდ, პლაკატების გაკვრის უფლება“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პაატა ხითარიშვილი.

საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, სოფელ სხვილისში პლაკატების გაკვრა შესაძლებელია ძველი სკოლის შენობაზე, პარკის ღობეზე, ამბულატორიის შენობის ფასადზე და გზის ნაპირებზე. თუმცა, სხვილისში მერის წარმომადგენელი გეორქ ექნოსიანი ამბობს, რომ ომის ვეტერანთა მემორიალთან პლაკატების გაკვრა მისთვის მიუღებელია.

„ეს, ომის ვეტერანთა მემორიალია, ჩემთვის წმინდა ადგილია, როგორც ეკლესია. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ პლაკატები მანდ არ გაეკრათ. სხვაგან სადაც უნდათ იქ გააკრან, მე არაფერს ვუშლი“, – გვითხრა გევროქ ექნოსიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, იმის გამო რომ, სიტუაცია არ გაემწვავებინათ მემორიალის მიმდებარედ პლაკატები ჩამოხსნეს –„ოთხი პლაკატი გვქონდა გაკრული და ჩამოვხსენით“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან
პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
საარჩევნო მასალებისთვის ადგილები ქალაქ ახალციხეშიც განისაზღვრა
ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
‘ევროპული საქართველოს’  საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს