FM97.5 / LIVE

ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე: ‘ბავშვებმა თავად უნდა გვითხრან რა აწუხებთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2018
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიდეთ ასეთ სახლებში და ბავშვებს ვესაუბროთ. ბავშვებმა თავად უნდა გვითხრან რა სურთ, რა აწუხებთ. შეიძლება ისინი ისეთ საკითხებზე გველაპარაკონ, რაზეც მენეჯმენტის წარმომადგენლებს ვერ მოუყვებიან“, – ამბობს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.

ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე: ‘ბავშვებმა თავად უნდა გვითხრან რა აწუხებთ’

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მისი წარმომადგენლების არ შეშვების ფაქტზე „ტვ პირველისთვის“ დღის ამბებში მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მთელი კამპანია იყო წამოწყებული ჩემს წინააღმდეგ და თითქოს ციტირებდნენ ჩემს წინადადებებს, რომ მე მხარს ვუჭერ ერთსქესიანთა ქორწინებას და რომ თითქოს სარჩელი შემაქვს სასამართლოში. თუმცა, ამის შემთხზველებმა იციან, რომ ეს არაა ჩემი სიტყვები და თავად იგონებენ ამ ფრაზებს და სცენარებს. ყველაზე სამწუხარო იყო, რომ საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალურად გააკეთეს განცხადება და გაიმეორეს ეს ცილისმწამებლური რიტორიკა და დეზინფორმაცია. ეს სახიფათოა იმიტომ რომ ამან ასახვა ჰპოვა ჩვენი უფლებების განხორციელებაზე. ასევე, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი შესაძლოა ხვალ სხვა ასეთი სახლებისთვის გადამღები აღმოჩნდეს“, – ამბობს ლომჯარია.

ამავე გადაცემაში ლომჯარიამ განაცხადა, რომ მას დღეს, 14 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და დაპირება მიიღო, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისთვის მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასულიერო პირებმა ბავშვებთან განცალკევებით საუბრის საშუალება არ მისცეს. მიზეზი ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე ასე განმარტა: „სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილების და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას, ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლებს ბავშვებთან საუბრის უფლება არ მისცეს
სტანისლავ ბონდარენკო  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ნინოს დღესასწული მიულოცეს
ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გამგეობამ საჩუქრები გადასცა
ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
შეხვედრა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე