FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებისთვის მოულოდნელად გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი

მთავარისიახლე, ეკონომიკა, არჩევნები 14.09.2018
სამცხე–ჯავახეთის ოთხმა მუნიციპალიტეტმა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ბიუჯეტებში რეგფონდიდან გამოყოფილი 2,5 მილიონი ასახეს. დაფინანსებული პროექტები რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში განხორციელდება.

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებისთვის მოულოდნელად გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი

ახალციხის მუნიციპალიტეტში იმ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება, რომლის მოწყობის მოთხოვნითაც სოფელ წინუბანში, ივლისში, საპროტესტო აქციები იმართებოდა. მაშინ, ადგილობრივებს, ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ წყლის სისტემის პროექტი მზად იყო, თუმცა წელს ვერ განხორციელდებოდა, რადგან რეგიონული განვითარების სამინისტრო თანხას მომავალ წელს დარიცხავდა.

„გაგებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ყველაფერს ერთდროულად ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა სამ აგვისტოს წინუბნელებთან შეხვედრაზე მისულმა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

ამ შეხვედრიდან, დაახლოებით, სამ კვირაში და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს სოფლების: წინუბნის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის სასმელი წყლის სათავენაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის პირველი ეტაპი განხორციელდება.

ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მიზეზი რეგფონდიდან მოულოდნელად გამოყოფილი 1 401 961 ლარი გახდა. თანხის უმეტესი ნაწილი, 863 922 ლარი სწორედ ხუთი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება, დანარჩენით კი ქალაქის ორი შიდა ქუჩა მოასფალტდება. ტენდერები ორივე პროექტისთვის უკვე გამოცხადებულია.

ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიის გამო, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აიკრძალებოდა, ისევე როგორც ახალციხეში, ორ–ორი პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტებში თანხის ასახვა მოასწრეს, ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში. ჯამში, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის 2 595 929 ლარი გადმოირიცხა.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა დაფინანსებული პროექტების შესახებ, 15 აგვისტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან შეხვედრაზე შეიტყვეს.

„პროექტები გვქონდა სამინისტროში წარდგენილი, თუმცა დაფინანსებას ასე მალე არ ველოდით. კიდევ რომ გვქონოდა მზა პროექტები, იმასაც დაგვიფინანსებდნენ“, – გვითხრა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა მიქელაძემ. ასპინძაში რეგფონდიდან დარიცხული 461 968 ლარით ორი ქუჩა მოასფალტდება.

ახალქალაქისთვის 519 000, ხოლო ნინოწმინდისთვის – 213 000 ლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება ბორჯომსა და ადიგენს, როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში ამბობენ, დაფინანსება იმიტომ ვერ მიიღეს, რომ მზა პროექტები არ ჰქონდათ. უწყების ინფომრაციით, სამინისტროდან ჯამში 50–ზე მეტი მუნიციპალიტეტისთვის 50–მდე მილიონი ლარი გაიწერა.

„დოკუმენტი არ არსებეობს რის საფუძველზეც ეს თანხები გაიცა. ფული იმ პროექტების განსახორციელებლად გამოიყო, რომლებიც ყველაზე პრიორიტეტული იყო. პროექტების პრიორიტეტულობაზე კი სამთავრობო კომისიამ იმსჯელა და რომელ მუნიციპალიტეტსაც უკვე მზა პროექტი ჰქონდა, ის დააფინანსა. აქცენტი სასმელ წყალზე, საბავშვო ბაღებსა და გზებზე გაკეთდა“, – გვითხრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სამთავრობო კომისიის მსჯელობის შემდეგ, წინასაარჩევნოდ გამოყოფილი მილიონობით ლარი იურისტებში კითხვებს აჩენს.

„ასე უბრალოდ სამთავრობო კომისიამ იმსჯელოს და გასცეს თანხები, ცოტა წარმოუდგენელია, ეს რაიმე დოკუმენტში ასახული უნდა იყოს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე თანხების მობილიზება გასულ წლებშიც ხდებოდა: „რეგფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხა შარშან აგვისტოშიც გაიწერა. შესაძლოა ეს არჩევნებთან კავშირში არც იყოს, მაგრამ ტენდენცია უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ამ გზით ცდილობენ მხარდამჭერების გაზრდას“.

ჩიხლაძის მოსაზრებას იზიარებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“: „წინასაარჩევნო პერიოდში ხდება–ხოლმე თანხების მობილიზება და იმ პროექტების დაფინანსება, რაც მანამდე მოსახლეობაში მღელვარებას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ამ არჩევნებზე კანდიდატი არ ჰყავს, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს და ახლაც სჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება ხმების მოსაპოვებლად“, – ამბობს საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონული განვითარების სამინისტროდან გამოყოფილი 50 მილიონი ლარის საკითხს საიაც იკვლევს: „უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვერ გავიგეთ რა იყო თანხების გაცემის მოტივი, როგორ მოხდა კონკრეტული პროექტის შერჩევა, ამ ყველაფერზე ჩვენ დამატებით ინფორმაციას გამოვითხოვთ და იმ კუთხით ვიმუშავებთ, იყო თუ არა მილიონობით ლარი არჩევნებზე მიმართული“.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ნაწილის განხორციელება მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო. ყველა მათგანი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რას მოხმარება რეგფონდიდან გამოყოფილი  1 400 000  ლარი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით,  9 პროექტი განხორციელდება
რეგფონდიდან  ახალციხეს მილიონ ლარზე მეტი დაემატება
რეგფონდიდან ასპინძას 400 ათას ლარზე მეტი დაემატა