FM97.5 / LIVE

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2018
დღეს, 14 სექტემბერს, დილიდან, ახალციხის ციხეზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა რეწვის ოსტატებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ასევე, ოსტატები სტუმრებს სხვადასხვა ნივთის გაკეთებას ასწავლიან და მასტერკლასებს უჩვენებენ.

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ახალციხეს, გარდა ადგილობრივებისა, თურქეთიდან, ლატვიიდან და აზიიდან ჩამოსული რეწვის ოსტატები სტუმრობენ.

ირინა სალმინა გამოფენაზე თბილისიდან ჩამოვიდა და საკუთარი ნამუშევრებიც გამოფინა. ამბობს, რომ დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც კერამიკაზე მუშაობს. ამიტომ თბილისში საკუთარი სახელოსნოც გახსნა: „კერამიკაზე და შუშაზე, შეიძლება ითქვას, ექსპერიმენტებს ვატარებ. ბუნებრივ, ასევე, გეომეტრიულ ფორმებს ვაკეთებ“. სალმინას ნამუშევრების ფასი 200 ლარიდან იწყება.

გამოფენაში აჭარიდან ჩამოსული თემურ არძენაძეც მონაწილეობს. იგი ჭიბონს, აჭარაში გავრცელებულ ხალხურ ჩასაბერ საკრავს აკეთებს: „ჭიბონებს 40 წელია რაც ვამზადებ. ძველად სულ უკრავდნენ მასზე და მეც ვისწავლე გაკეთება. ეს ჩემთვის შემოსავლის წყაროცაა“.

ფესტივალი ახალციხის ციხის როგორც ქვედა, ისე ზედა ნაწილში მიმდინარეობს. გამოფენა–გაყიდვა დღეს, 14 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.

ფესტივალს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ახალციხის მერიასა და ახალციხის ციხესთან თანამშრომლობით ატარებენ.

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი [Photo]
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]
ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]