FM97.5 / LIVE

'შოთაობისთვის' გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.09.2018
სახალხო დღესასწაული "შოთაობა 2018"-სათვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო.

'შოთაობისთვის' გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის, ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 10 სექტემბერს ამოიწურა, შეთავაზება არცერთმა კომპანიამ გააკეთა.

"თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოგვცა უფლება გამარტივებულად შევისყიდით. თუ არა და არ ვიცი რა მოხდება ჩატარდება თუ არა ღონისძიება“, -განმარტავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი გოდერძი ლაზარაშვილი.

მიუხედავად ჩაშლილი ტენდერისა, ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, ღონისძიება ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება და გამონაკლისი არც წელს იქნება: "შოთაობის დღესასწაული რა თქმა უნდა ჩატარდება. დღესასწაული 1966 წლიდან ტარდება, მაშინ არც ტენდერები იყო და არც შესყიდვების სააგენტო, მაგრამ ტარდებოდა და ახლაც ჩატარდება".

შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაული "შოთაობა 2018" ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 სექტემბერს იყო დაგეგმილი. მისი ორგანიზებისთვის ასპინძის თვითმართველობამ ტენდერი 31 აგვისტოს 15 650 ლარზე გამოაცხადა.

[თორნიკე ზაზაძე, ასპინძა]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ასპინძის მერია 'შოთაობისთვის' ემზადება
‘შოთაობისთვის’ ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით 16 ათასამდე ლარზე გაფორმდა
მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ