FM97.5 / LIVE

რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?

მთავარისამართალი 05.07.2013
რატომ უნდა დაეყენებინა პროკურორს შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ ხვედელიანის საქმის განხილვისას და რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს იმ საქმესთან, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა;

რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?
ხვედელიანი და მისი ოთხი თანამშრომელი 2009 წლის 1 იანვრის ღამეს მომხდარი დანაშაულის გამო დააკავეს. მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურება ბრალდების მხარის განცხადებით, სწორედ ამ ღამეს მოხდა: ბაკურიანში ახალგაზრდებმა იჩხუბეს, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ბაკურიანიდან ჩამოყვანილი ბიჭები ოთახებში გადაანაწილეს აღიარებით ჩვენების მიცემა წამებით სცადეს.
მაშინ, როცა ბაკურიანში დანაშაული მოხდა, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა. ბაკურიანში მომხდარს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებდა.

„ზედამხედველობას უწევდა საოლქო პროკურატურის ზედამხედველი პროკურორი და აძლევდა იმ მიმართულებებს, თუ რა მიმართულებით უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება. ჩემი აზრით, როგორც საგამოძიებო ნაწილის უფროსს, მას საქმესთან არავითარი შეხება არ ჰქონია“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი გელა მაღრაძე.

ვიდრე ბაკურიანში მომხდარის გამოძიება დასრულდებოდა, ჯეირანაშვილი პროკურატურიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერის ნინო ჩიგოგას განმარტებით, ჯეირანაშვილი მოსამართლედ 2009 წლის 13 მარტს დაინიშნა: „წინა დღეს, ან იმ დღესვე გაათავისუფლეს პროკურატურიდანაც“.

ბაკურიანში მომხდარ საქმეზე განაჩენი გოჩა ჯეირანაშვილმა გამოიტანა. 4 წლის შემდეგ იგივე საქმე, ოღონდ სხვა ფორმით კვლავ მასთან მოხვდა - მას იმ ადამიანების გასამართლება მოუხდა, რომლებიც 2009 წელს ბაკურიანში მომხდარს იძიებდნენ. ჯეირანაშვილმა ხუთივე ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა.

ადვოკატის, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას განცხადებით, ის რომ ჯეირანაშვილს საქმესთან შეხება ჯერ როგორც პროკურატურის წარმომადგენელს, შემდეგ კი როგორც მოსამარლთეს ჰქონდა, აჩენს ეჭვს, რომ იგი მიკერძოებული ყოფილიყო.

„ეს არის აცილების საფუძველი. მაინტერესებს, პროცესზე მხარემ თუ დააყენა აცილება და მოსამართლემ რა გადაწყვიტა. ალბათ, არ აიცილა, მაგრამ აცილება აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაყენებული“, - ამბობს მუხაშავრია.
პროკურორის მირიან ჭუმბურიძის განცხადებთ, მას მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია: „ყველა მოსამართლე ობიექტური უნდა იყოს. მაგრამ როგორც ჩანს, ჯეირანაშვილი ობიექტური არ აღმოჩნდა. არა ერთს აქვს პროკურატუაში ნამუშავარი და მაშინ საქმე ვის უნდა დაწეროდა?!“

მუხაშავრიას განცხადებით კი პროკურატურისთვის ეს არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ დააყენოს საჩივარში განაჩენის გაუქმების საფუძვლად: „გვაქვს უფლება, ეჭვი შევიტანოთ მოსამართლის მიკერძოებულობაში მისი გამოძიებაში ყოფნის ფაქტის გამო. ამიტომ, პროკურორს მისი აცილება უნდა მოეთხოვა“.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქმესთან მაშინ ჯეირანაშვილს შეხება არ უნდა ჰქონოდა: „თუმცა გამორიცხული არაფერია, ამას დადასტურება სჭირდება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გოჩა ჯეირანაშვილი ხვედელიანის საქმეზე: ‘ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი'
პროკურორი - მოსამართლემ ხვედელიანის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო
დღეს პარლამენტში გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
გამომძიებლების ჩვენება ხვედელიანის საქმეზე
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა