FM97.5 / LIVE

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული სამყარო' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.09.2018
ფოტოკონკურსში "ჩემი თვალით დანახული სამყარო" სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ფოტოების ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული სამყარო' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

"ერთ თვეში 82 ნამუშევარი შემოვიდა. წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უკეთესი ფოტოსურათებია, კომპოზიციურადაც და ხარისხითაც. მიზანი ადგილობრივებში ხელოვნების წახალისებაა", – ასე შეაფასა კონკურსი მერიის კულტურისა და განათლების უფროსმა სპეციალისტმა, ნონა თელიაშვილმა.

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსის დასკვნითი ნაწილი ახალციხის ციხის ციტადელზე გაიმართა. აქ სულ 30 სურათი იყო წარმოდგენილი.

კონკურსში პირველი ადგილი ხატია თელიაშვილს ერგო. იგი ფოტოკონკურსს არ ესწრებოდა.

მეორე ადგილზე გავიდა ზურა თურქაძე, რომელმაც თავი განსხვავებული ვიზუალური თხრობით წარმოაჩინა: "ეს პროექტი ჩემთვის გარდამტეხი იყო, მე ვფიქრობ, ვიპოვე ჩემი თავი ფოტოგრაფიაში. ფოტოხელოვნება ახლა მეტად მნიშვნელოვანი გახდა ჩემს ცხოვრებაში".

მესამე ადგილი კი "მზის პეიზაჟის" ფოტოსურათით თამარ სამსონიძემ დაიკავა.

"ყველაზე განსხვავებული სურათი იყო, მაკრო გადაღება, ბევრი პეიზაჟი იყო, რამდენიმე პორტრეტი, ყველაზე გამორჩეული ეს იყო, მისტიკა ჰქონდა", – განაცხადა ჟიურის წევრმა სერგეი ფიდანიანმა, გამარჯვებულო კონკურსანტის სურათზე.

ახალციხის მერიის ორგანიზებით გამართულ ფოტოკონკურსზე ჟიურის წევრები ნანა ნათენაძე, ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი, სერგო ფიდანიანი და სალომე ანთაძე იყვნენ. მათ კონკურსანტები ანონიმურად შეაფასეს.

მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფოტო კონკურსი 20 ივლისს გამოცხადა და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, როგორც მოყვარულ ასევე, პროფესიონალ ფოტოგრაფებს 16 წლის ასაკიდან.

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული სამყარო' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ვინ როგორ ხედავს ახალციხეს  – ფოტოგამოფენა და დაჯილდოება
ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
‘ბიტნიკი კატა’ – ძალადობაზე გადაღებული ფილმი კონკურსის გამარჯვებული გახდა
ფოტოკონკურსი  'ჩემი თვალით დანახული სამყარო'