FM97.5 / LIVE

‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.09.2018
მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. როგორ აფასებენ ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.

‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან

ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს იმ განცხადებების გამო აკრიტიკებენ, რომლებშიც იგი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალციხეში „ოცნებას“ გადაწყვეტილებას უწუნებენ და ამბობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ქვეყნისთვის სახიფათოა.

„ვემიჯნები მის განცხადებებს, რადგან ქართველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს! არ შეიძლება ერთი ადამიანის სიძულვილს ჩვენი ქვეყნის იმიჯი გადავაყოლოთ, მაგრამ ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი აუცილებლად გახდება. მმართველი გუნდი უჭერს მხარს და იმიტომ“, – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი.

მის პოზიციას იზიარებს „დემოკრატ მესხთა კავიშირის“ თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე: „ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი ისევ მმართველი გუნდის ხმებით გახდება პრეზიდენტი. არ ვთვლი, რომ მას სხვა კანდიდატებზე მეტი გამოცდილება აქვს, რომელიც ქვეყანას ახლა სჭირდება“.

„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე აქცენტს მის პოლიტიკურ წარსულზე აკეთებს და ამბობს, რომ წლების წინ, როცა ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ეს პოზიცია დატოვა: „თუ იმას არ ვჩივით, რომ იგი ქართულ ენას ვერ ფლობს კარგად, იმაზე მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგელობის აღება არ შეუძლია. როცა საგარე საქმეთა მინისტრი იყო ბევრი წარმატების მიღწევა შეეძლო, მაგრამ მაშინ მან ამაზე უარი თქვა“.

ახალციხეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებენ და ამბობენ, რომ თუ არჩევნები არ გაყალბდება ზურაბიშვილს, სწორედ მისი განცხადებების გამო, მხარს არავინ დაუჭერს და გამარჯვება გაუჭირდება.

„როგორ შეიძლება თავმოყვარე ქართველმა ხმა მისცემს ზურაბიშვილს, იმ განცხადების შემდეგ რაც მან გააკეთა საქართველო–რუსეთის ომზე, მაგრამ ფაქტიურად „ოცნების“ კანდიდატია და თუ არჩევნები გაყალბების გარეშე ჩაივლის ზურაბიშვილს გამარჯვების შანსიც კი არ აქვს“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

დემეტრაძის პოზიციას იზიარებს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი“ ირაკლი ბარძიმაძე: „2012 წლიდან პრორუსულმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ შემოიყვანა და დაამკვიდრა აქ რუსეთი. სალომე ზურაბიშვილიც ჩვეულებრივი მოღალატეა. ქალმა სამჯერ გაიმეორა, რომ საქართველომ მძინარე ქალაქს დაარტყა ბომბი – აი ეგ არის ჩვენი მომავალი პრეზიდენტი!“

2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა პარტიამ მხარდაჭერა უკვე ოფიციალურად გამოუცხადა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
გამოკითხვა: რამდენად დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს? [Video]
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე
‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია
'მოღალატე! მოღალატე!' – ახალქალაქში ზურაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ [Video]