FM97.5 / LIVE

'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.09.2018
საფეხბურთო გუნდი „მესხეთი“ ფინანსური პრობლემების გამო არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, ამიტომ როგორც გუნდის პრეზიდენტი ამბობს, მოცემულ ვითარებაში მათი მთავარი მიზანი, რეგიონულ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაა.

'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა

ახალციხის საფეხბურთო გუნდმა რეგიონული ლიგის პირველ ეტაპზე 11 მატჩში, 11 ქულა მოიპოვა და 14 გუნდიდან მეათე ადგილზე გავიდა.

„ჩვენი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი უხელფასობაა. ფეხბურთის ფედერაციის თანხა ხელფასებისთვის განკუთვნილი არ არის. ფეხბურთელებმა რომ ხელფასი მიიღონ, ამისთვის გამარჯვება უნდა მოიპოვონ“, – ამბობს "მესხეთი" პრეზიდენტი გელა მაისურაძე.

მისი თქმით, მოგების შემთხვევაში თითოეული ფეხბურთელისთვის 100 ლარია განკუთვნილი. გუნდს საშუალოდ თვეში 4 მატჩის ჩატარება უწევს. მაისურაძე ამბობს, რომ ეს პირობები ადგილობრივი ფეხბურთელებისთვის მიუღებელია: „აქაურმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მიღებულ ხელფასზე, ზოგმა ტვინის შერყევა მაქვსო, ზოგმა ვმუშაობო და ამ მიზეზებით გუნდი დატოვეს. წარუმატებლობის მიზეზიც ეს არის. გუნდი სტაბილურად ვერ თამაშობს, რადგან ფეხბურთელები ძირითადად თბილისიდან მოგვყავს“.

გიორგი ბალახაძე ერთ–ერთი მათგანია, რომელმაც გელა მაისურაძის გუნდი დატოვა – „წარუმატებელი სერია ჰქონდა გუნდს და პრემიებზე თამაში არ გამოდიოდა. ამიტომ მე და რამდენიმე ახალციხელი გუნდიდან წამოვედით. ფეხბურთი მიყვარს და არც უხელფასობაა პრობლემა, მივალ ვითამაშებ, მაგრამ გუნდი არ არის ძლიერი და ამიტომაც არ მსურს იქ თამაში“.

„აკადემია მესხეთი“ რეგიონული ლიგის პირველ ეტაპზე წარუმატებლობის გამო, ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. „მესხეთი“ პირველ შეხვედრას ბორჯომის „თორთან“ 12 სექტემბერს გამართავს. მიზანი კი 14 კლუბს შორის მინიმუმ მე–12 ადგილზე მოხვედრა და რეგიონულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

გელა მაისურაძემ საფეხბურთო გუნდ "მესხეთის" პრობლემების შესახებ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში ისაუბრა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
სატურნირო ცხრილში ,,მესხეთმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
თაობა მაXიმუმი: გუნდი 'მესხეთი' დაფინანსების მოლოდინში [Video]
”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]