FM97.5 / LIVE

ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.09.2018
ასპინძაში სოფლები ნიჯგორი, სარო და ხიზაბავრა დაისეტყვა. სოფლებში მერის წარმომადგენლების თქმით, სტიქიამ ნაკვეთები და ხეხილი დააზიანა.

ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა

ასპინძაში ამბობენ, რომ სეტყვა 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და ყველაზე მეტად ხიზაბავრა დაზარალდა.

„მთელი ხეხილი ჩამოყრილია, სულ გაანადგურა ბოსტნეული. ძალიან ძლიერი სეტყვა იყო, აღაფერი გადაურჩა“, – ამბობს ხიზაბავრაში ასპინძის მერის წარმომადგენელი ნოდარ ბაბელაშვილი.

ხიზაბავრისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად დაზარალდა ნიჯგორი.

„ხეხილისა და ბოსტნეულის, დაახლოებით, 30% დაზიანდა. რაც შეეხება საროს აქ ისეთი ძლიერი სეტყვა არ ყოფილა, როგორც ნიჯგორში“, – გვიხსნის მერის წარმომადგენელი ნიჯგორსა და საროში გოჩა ასპანიძე.

მერის წარმომადგენლების თქმით, სტიქიის შესახებ ასპინძის მერიისთვის უკვე ცნობილია და ახლა სოფლებში ზარალის დამთვლელი კომისიის წარმომადგენლებს ელიან.

„ეხლა დამირეკეს წარმომადგენლებმა, სამუშაო საათები დასრულებულია და ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე ვერ გავა. მე მივდივარ ამ სოფლებში და ვნახავ რა მდგომარეობაა“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ასპინძის მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

22.03.2019 ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასპინძის მერის მოადგილე: ‘სტიქიამ მხოლოდ ბოსტნეული და ხეხილი დააზიანა’
ასპინძის ორი სოფელი ძლიერად დაისეტყვა
აწყური მეორედ დაისეტყვა
ახალციხის ორი სოფელი დაისეტყვა
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
ნინოწმინდა და მისი მიმდებარე სოფლები დაისეტყვა
ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან