FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის სამ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.09.2018
ახალციხის მერიის სამ თანამშრომელს სასამართლომ სამსახურეობრივი გულგრილობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ახალციხის მერიის სამ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანეს

ახალციხის მერიის თანამშრომლებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესიკ მიქელაძემ ბრალი აღიარეს და ყველა მტკიცებულება უდაოდ სცნეს. ამიტომ დღეს, 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა შესავალი სიტყვებიც თქვეს და დასკვნებიც წაიკითხეს.

„ვაღიარებთ, რომ გადაცდომა მოგვივიდა, მაგრამ გამოძიებასთან ვთანამშრომლობდით. ჩვენ სამსახური ჩვენი ოჯახებისთვის შემოსავლის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, არ გვინდა, რომ სასამართლო განაჩენის შემდეგ სამსახურები დავტოვოთ, ამიტომ გთხოვთ, მხოლოდ ჯარიმა დაგვაკისროთ პირობითის გარეშე, ისე რომ სამსახურები შევინარჩუნოთ“, – განაცხადეს სხდომაზე ბრალდებულებმა. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.

სასამართლო დარბაზში პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა ბრალდებულებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. მერიის თანამშრომლებმა კი სასამართლოსთან 2000 – 2000 ლარის ოდნობის ჯარიმის შეფარდებაზე იშუამდგომლეს.

სასამართლომ სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000–3 000 ლარი დააკისრა.

პროექტი, რის გამოც მერიის თანამშრომლები გაასამართლეს, 2015 წელს ახალციხის სამ სოფელში ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში, სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო პროექტს ეხებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული პროექტის ჩაბარებისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესარიონ მიქელაძემ სამსახურეობრივი მოვალეობები არასათანადოდ შეასრულეს, შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს „ნიუ პროჯექტმა“ 86 500 ლარად მოიგო.

მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ემზარ მღებრიშვილს ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა, მიხეილ ვარდიძე ამავე სამსახურში აღმშენინსპექციის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი იყო, ბესარიონ მიქელაძე კი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოძიება მღებრიშვილი, მიქელაძისა და ვარდიძის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 ‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

23.04.2019 ‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა

23.04.2019 მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

23.04.2019 რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
ადიგენის გამგეობის ოთხ  ყოფილ თანამშრომელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
ადიგენის გამგეობის ოთხი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
ახალციხის ყოფილი გამგებელი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო