FM97.5 / LIVE

"ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა“

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 27.05.2012
ხალხმრავალი მანიფესტაცია, რომლითაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, დასრულდა

ავლაბარი, ვაკის პარკი და დინამოს სტადიონი - ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, საიდანაც კოლონები დღის პირველ საათზე დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მანიფანტებს შეუერთდნენ.

3 საათამდე, ვიდრე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოაედანზე მივიდოდა, სცენაზე ერთმანეთს ოპოზიციის ლიდერები ცვლიდნენ.

ყოფილ ფეხბურთელის კახი კალაძის გამოსვლას, მხარდამჭერები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ.
"მიშა, ხალხს აღარ სჯერა შენი, შენ უნდა წახვიდე", - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კახი კალაძემ.
თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე კალაძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ისწავლოს წასვლა და არა გაქცევა, "როგორც ის გარბოდა ბრძოლის ველიდან და პარლამენტიდან".

"მე ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და არ მინდა მყავდეს კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი", - განაცხადა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართველ ხალხს ერთიანობისკენ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვებას მიაღწიოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება საკუთარ ხალხს პარავს ფულს, ქონებას, მაგრამ არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხალხს ღირსება მოჰპაროს.

ამის შემდეგ სცენაზე მომღერალი ნატო მეტონიძე და საქართველოს ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე გამოჩნდნენ.
დაახლოებით 15:40 საატზე აქციაზე ბიძინადა ბერა ივანიშვილები მივიდნენ. შეკრებილები კოალიციის ლიდერს ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ. ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
„მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

"ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა“

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, საქართველოს მოქალაქეა იმიტომ, რომ ისე არავინ უყვარს, როგორც საკუთარი ხალხი.
"ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის. გავიხსენოთ 9 აპრილის მოვლენები, რომლებიც ამ ადგილთან ახლოს განვითარდა. გავიხსენოთ ისინი, ვინც ერთი წლის წინ, 26 მაისს, ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და შეკრებილებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისთვის.

ივანიშვილის განმარტებით, მისი ოცნება ყოველთვის იყო თავისუფალი და სამართლიანი საქართველო, სადაც ადამიანი ყველაფრის საკუთარი ნიჭით მიღწევას შეძლებდა და ეს დღესაც მის ოცნებად რჩება.
მან პირობა დადო, რომ ხალხის ნდობას გაამართლებს . მისი დაპირებით, პენსიონერებს ექნებათ ისეთი პენსია, რომ ღირსეულად იცხოვრონ. სათანადო შეღავათები ექნებათ შრომის ვეტერანებს. ამისთვის, ივანიშვილის განცხადებით, კოალიციას გეგმები უკვე შემუშავებული აქვს.

- „ჩვენ დღეს ვიწყებთ, რომ ხვალ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს იწყება საარჩევნო კამპანია და ინტენსიური სამუშაოები ჩატარდება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ივანიშვილის თქმით, ის დღეს დარწმუნდა, რომ ქართველი ხალხის დაშინება ძალიან რთულია.
„სააკაშვილის კი არ ეშინიათ, ეს უნდობლობაა. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თქვენი ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან პირობა დადო, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბოლომდე იბრძოლებს.

- "ჩემი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს წელგამართული. დაცული იყოს მათი უფლებები. ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს თავისუფლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, მათი ოცნებაა ასევე საამაყო პოლიცია და ჯარი ემსახურებოდეს სამშობლოს და არა კონკრეტულ პიროვნებას.

"ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა“

ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის ოცნებაა ასევე ის, რომ ხალხი, რომელიც ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია წასული, სამშობლოში დაბრუნდეს. მან საპარლამენტო არჩევნები მოიხსენია, როგორც ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. მისი თქმით, კოალიცია გაიმარჯვებს, თუმცა ამისათვის საჭიროა გეგმა, რომელიც კოალიციას უკვე შემუშავებული აქვს.

ივანიშვილის თქმით, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გამოაქვეყნა, მას შემდეგ 7თვე გავიდა და ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი ჰქონდა: „პროცესები დღეიდან შეუქცევად ხასიათს მიიღებს, შეუძლებელია უკვე დაწყებული პროცესის შეჩერება. რაც არ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი ხელისუფლებას, ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.

მისი თქმით, გასული 7 თვის განმავლობაში მათ მოახერხეს ოპოზიციური სპექტრის ერთ მუჭად გაერთიანება და ეს არც ისე ადვილი იყო: „ჩვენს წინააღმდეგ არის ერთი მშიშარა კაცი, რომელსაც შიშის და ძალადობის გარდა არაფერი დარჩენია“.

ივანიშვილის თქმით მათი მიზანია, არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება. ივანიშვილმა შრომის ფასზეს ისაუბრა.
"ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში. ბოლო წლებია ვხედავ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში არ დასრულდა. სამწუხაროდ, დღეს გვყავს უგუნური მმართველი და ამას ყველა კარგად ვხედავთ. ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება, ის უგუნურობა უკვე იქამდე მივიდა, რომ ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სწორედ ამ მიზნით აპირებს იგი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელშიც მისი ღრმა რწმენით, "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ ამდენ მხარდამჭერს ნამდვილად არ ელოდნენ.

- „გულწრფელად გითხრათ არ ველოდებოდი ამდენი ხალხი რომ მოვიდოდა. მაგრამ გულის სიღრმეში მწამდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მასშტაბური აქცია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ გამოსულიყო ყველა ადამიანი აქციაზე და ერთად დაგვეწყო კამპანია, ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მართლა არ მინახავს ამდენი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აქციაზე ვყოფილვარ. ეს არის ახალი პოლიტიკური პროცესი, შეუქცევადი პროცესი, ჩვენმა ლიდერმა განაცხადა, რომ მიიყვანს ამ ბრძოლას ბოლომდე და მე მწამს, რომ სულ რამოდენიმე თვეში ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

- „საოცარი სურათია, ასი ათასობით თბილისელი გამოვიდა. ეს არის ღირსეული დასაწყისი ჩვენი უძლეველი საარჩევნო კამპანიისა. გარწმუნებთ, რომ ამაზე მეტი, უამრავი ადამიანი გველოდება ჩვენ რეგიონებში. ამის შემდეგი მაგალითი იქნება შვიდ ივნისს ქუთაისში. იმიტომ, რომ უნდა იცოდეს ყველამ, რომ თუ შენ არსებობ ხელისუფლებაში, არსებობ აი ამ საზოგადოებისთვის, ამის ფასი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე“, - განაცხადა გია ცაგარელმა.

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია დასრულდა. შეხვედრის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეიდან "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მისივე განმარტებით, დღეიდან მთელი დატვირთვით იმუშავებს "ქართული ოცნების" შტაბები რეგიონებში . 7 ივლისს კი ასეთივე აქცია ქუთაისში გაიმართება.

- "ჩვენ უნდა მივიდეთ ყველგან და უნდა ავამოქმედოთ ყველა. მივალთ ყველა ქალაქში და გავმართავთ ასეთ აქციებს. შემოდგომამდე მთელ ქვეყანას ერთად შევკრავთ და გპირდებით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ოცნებების ასრულება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებით იწყება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აქციის დასასრულს ბერა ივანიშვილმა მეორე სიმღერა შეასრულა. ახალგაზრდა აქტივისტები მიმდებარე ტერიტორიას შეძახილებითა და ცეკვით ტოვებდნენ, ასაკში შესულნი კი ამბობდნენ, რომ მომავალში გამარჯვების იმედი ჩაესახათ.

პირველი შეფასებებით, აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი იყო. ქართული ოცნებისა და, საქართველოს ამჟამინდელ დროშასთან ერთად, აქციაზე საქართველოს ძველი დროშებიც ფრიალებდა.

"ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა“

[რუსუდან მამასახლისი, თბილისი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ბიძინა ივანიშვილი: 'მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ'
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
ბიძინა ივანიშვილის მიმართვა
“ჩვენ ვიწყებთ” - აქცია თბილისში