FM97.5 / LIVE

'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.09.2018
#37 ახალციხის საოლქო კომისიაში "ნაციონალების" წევრმა საუბნო კომისიის წევრების არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა. მასთან ერთად, პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ოლქში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმაც.

'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო

#37 ახალციხის საოლქო კომისიაში კენჭისყრის დაწყებამდე ნაციონალების წევრმა ანა ბერიძემ განაცხადა, რომ მას კომისიის სხვა წევრებთან ერთად საუბნო კომისიის წევრების განცხადებები არ განუხილავს, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს: "არ ყოფილა ჩვენს შორის აზრთა გაცვლა–გამოცვლა, ასე ვერც სუბიექტურ და ვერც ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ და ვტოვებ სხდომას".

ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას წვდომა საუბნო კომისიის წევრების განაცხადებზე, ბერიძემ უპასუხა, რომ კი.

"გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ დამოუკიდებლად, ისე როგორც ეს თქვენ მიგაჩნიათ სწორად, არჩევნები ამიტომ იმართება", - უთხრა ბერიძეს თეა გავაშელმა.

მიუხედავად კომისიის სხდომის თავმჯდომარის განცხადებისა, ბერიძემ სხდომა დატოვა.

ამის შემდე, სიტყვის უფლება საოლქო კომისიაში "საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელმა მარიამ გვირჯიშვილმა ითხოვა: "სიებია მოსული წინასწარ ვინც უნდა აირჩიოთ, ამიტომ მეც ვტოვებ სხდომას. ხვალ კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, განცხადებას შემოვიტან".

"ჩვენ არ ვიცით ვინ უნდა ავირჩიოთ და თქვენ რა იცით?! ნება თქვენია", - უთხრა გვირჯიშვილს გავაშელმა.

მისივე განცხადებით, სხდომაზე ქვორუმი, კომისიის 11 წევრი დარჩა და ამიტომ არჩევნები ჩვეულებრივ გაგრძელდება.
ახალციხის საოლქო კომისია 35 საარჩევნო უბანში 6-6 წევრს ირჩევს. სხდომის მიმდინარეობას დამკვირვებლები ესწრებიან "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრიდან" და "სამართლიანი არჩევნებიდან".

'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
  ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს
ბორჯომში საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმაც დატოვეს
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა
სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიების წევრების არჩევნები იმართება
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა