FM97.5 / LIVE

პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა

მთავარისიახლე, არჩევნები 11.09.2018
ცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა

პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით, ცესკოს 26–მა საინიციატივო ჯგუფმა და 20–მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.

წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა 34-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო.

ხოლო დანარჩენ სუბიექტებს რიგითი ნომრები მოთხოვნის საფუძველზე მიენიჭათ, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას.

თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები.

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები წილისყრაში მონაწილეობის გარეშე განესაზღვრათ:

№ 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - მიხეილ ანთაძე;

№ 2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - დავით ბაქრაძე;

№ 4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - ვახტანგ გაბუნია;

№ 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გრიგოლ ვაშაძე;

№ 10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი;

№ 17 - პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი;

№ 18 – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“- აკაკი ასათიანი;

№ 27 – „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - ზვიად ბაღდავაძე;

№ 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - მიხეილ სალუაშვილი;

№ 31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - თამარ ცხორაგაული.

წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, ცხრა პარტიას მიენიჭა შემდეგი რიგითი ნომრები:

№13 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” - ზვიად მეხატიშვილი;

№21 – „თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა;

№22 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - ოთარ მეუნარგია;

№23 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირაკლი გორგაძე;

№25 – „თავისუფალი დემოკრატები” - დავით უსუფაშვილი;

№30 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) - ზვიად იაშვილი;

№35 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - გელა ხუციშვილი;
№36 – „გირჩი” - ზურაბ ჯაფარიძე;

№40 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ლევან ჩხეიძე.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№42 - ბესიკ აფხაიძე;

№43 - გიორგი შენგელაია;

№44 - ზაქარია როჭიკაშვილი;

№45 - იაკობ გრიგორიევი;

№46 - ვაჟა ჩხაიძე;

№47 - ბონდო ბარათაშვილი;

№48 - სალომე ზურაბიშვილი;

№49 - ბესარიონ თედიაშვილი;

№50 - დავით ამაშუკელი;

№51 - გიორგი ანდრიაძე;

№52 - გიორგი გახოკია;

№53 - ივანე ნუგზარაშვილი;

№54 - ელისო დონაძე;

№55 - გია ჩხიკვაძე;

№56 - მაია ნინუა;

№57 - კობა ჯულაყიძე;

№58 - კახაბერ ჭიჭინაძე;

№59 - ნიკოლოზ ლეკიშვილი;

№60 - ნინო ჯიქია;

№61 - ზაურ მეკოკიშვილი;

№62 - ვლადიმერ ნონიკაშვილი;

№63 - თამაზ ბიბილური;

№64 - იოსებ ბიბილეიშვილი;

№65 - თეიმურაზ შაშიაშვილი;

№66 - დენიზა სუმბაძე.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
ცესკოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარსადგენად ექვსმა პარტიამ მიმართა
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 13–მა პარტიამ მიმართა
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა