FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.09.2018
სამცხე–ჯავახეთში მოქმედი „ოცნების“ რაიონული ორგანიზაციები წინასაარჩევნო კომპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით დავალებებს პარტიის ცენტრალური ოფისიდან ელიან. რეგიონში პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმების მიღება არ გაუჭირდება.

‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან

ახალციხეში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციას არჩევნებისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია. თავმჯდომარე გიორგი კოპაძე ამბობს, რომ აქტივობები, იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ამას დაავალებენ: „პარტია მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას და ჩვენ ჩვენი კანდიდატი არ გვყვას. ამიტომ მისი მხარდამჭერი აქტივობები იმ შემთხვევაში გვექნება, თუ ამას დაგვავალებს პარტია“.

რა ფორმით იმუშავებს შტაბი, ამის შესახებ ჯერ არც ასპინძის საოლქო ორგანიზაციაში იციან: „პარტიაში იქნება ამ საკითხის განხილვა და რა დირექტივებსაც მივიღებთ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების კანონიერად ჩატარებისთვის“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ასპინძის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

„ქართული ოცნების“ ადიგენის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ასევე, მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ მათი პარტიული ოფისი სამუშაოდ უკვე მზადაა: „ჩვენ შტაბი ყოველთვის ღია გვაქვს, ჩვენი აქტივისტებიც გვყვავს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ დროს შეგვიძლია“.

ცენტრალური ოფისიდან მითითებებს ელიან ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბორჯომში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციებიც.

რეგიონში მუნიციპალიტეტების მერები იმდევონებენ, რომ კანდიდატი რომელსაც მხარს უჭერენ, საკმარისი ხმების რაოდენობის მოგროვებას შეძლებს.

„რამდენადაც ვიცი, არ უნდა იყოს ცუდი პიროვნება, გამოცდილი ქალბატონია და ალბათ ეს ხალხსაც წაადგება და მხარს დაუჭერენ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

ზურაბიშვილის პოლიტიკურ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი: „კარგი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას გამოადგება. გარდა ამისა, ნინოწმინდელებმა ქალი კანდიდატი ერთხელ უკვე აირჩიეს და არც ახლა გაგვიცრუებენ იმედებს ალბათ“.

„პარტია უჭერს მხარს და ალბათ ხალხიც აირჩევს, ეხლა მეტს ვერაფერს ვიტყვი, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

რამდენად ექნება მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს ასპინძაში ამაზე წინასწარ საუბარი უჭირს როსტომ მაგრაქველიძესაც: „29 ოქტომბერს გეტყვით, გახდება თუ არა ასპინძელების რჩეული სალომე ზურაბიშვილი, ახლა სხვა არაფრის თქმა შემიძლია“.

იურისტების განმარტებით „ქართულ ოცნებას“ პარტიის რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენება ეკრძალება: „მათ არ შეუძლიათ თავიანთი ოფისის, ან შეხვედრებზე თავიანთი სიმბოლოების გამოყენება. მმართველ პარტიას ზურაბიშვილისთვის დახმარება მხოლოდ პარტიის შემომწირველებით შეუძლია, ორონდ ესეც ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ძალდატანება დაუშვებელია“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 9 სექტემბერს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდბელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 28 ოქტომბერს გაიმართება.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

21.03.2019 ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან
ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
გამოკითხვა: რამდენად დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს? [Video]
ადგილობრივები: ‘ადიგენში ‘ოცნების’ აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს’
სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები