FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს

მთავარისიახლე, სამართალი 10.09.2018
აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, სოფელ აბასთუმნის სკოლის ადმინისტრაციამ, სამსახურიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურში აღადგინა. უახლოეს დღეებში დათაშვილს იძულებით განაცდურიც აუნაზღაურდება.

აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს

„სამ სექტემბერს აღმადგინეს სამსახურში, ველოდები თანხის დარიცხვასაც. აღსრულების ეროვნული ბიურო დაითვლის ზუსტად რამდენი ლარი იქნება“, – ამბობს აბასთუმნის სკოლის სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი.

დათაშვილის სამსახურში აღდგენას ხელი აბასთუმნის სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერა. ამ ეტაპზე დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი შვებულებაში იმყოფება, რადგან იგი N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში ცესკოს დროებითი წევრია.

დათაშვილის სამსახურში დაბრუნებასთან დაკავშირებით ობოლაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან გასული წლის 7 ივლისს იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს დაუკმაყოფილეს კიდეც, თუმცა დირექტორმა საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. სწორედ ამიტომ დათაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ყოფილმა თანამშელმა ობოლაშვილს ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელად ძალაში დატოვა. მოპასუხე მხარეს ეს უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 ‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

23.04.2019 ‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა

23.04.2019 მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

23.04.2019 რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა
აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა