FM97.5 / LIVE

ფოფხაძე: დეპუტატების საქმიანობა სხდომებზე აქტიურობით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.09.2018
ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მეცხე მოწვევის პარლამენტში სიტყვის უფლებით 17–ჯერ ისარგებლა. სამი წლის განმავლობაში იგი 93 სხდომიდან 72–ს დაესწრო. 10 სხდომა კი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.

ფოფხაძე: დეპუტატების საქმიანობა სხდომებზე აქტიურობით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია

ასპინძა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პირველი მოადგილე და იურიდიული კომიტეტის წევრია, იგი, ასევე, ხელმძღვანელობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას.

2016 წელს ფოფხაძემ პარალმენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 2–ჯერ, 2017 წელს 14–ჯერ, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტომდე 3–ჯერ ისარგებლა.

ფოფხაძე ფიქრობს, რომ დეპუტატების საქმიანობა პარლამენტის სხდომებზე აქტიურობით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია.

„მაქვს პერიოდები, როცა მთელი თვის განამვლობაში სიტყვას არ ვითხოვ. ჩვენ ყველა ვმუშაობთ საკომიტეტი რეჟიმში, გვაქვს დისკუსიები, ყველა რამდენად გამოვა სიტყვით ვერ გეტყვით, რადგან უმრავლესობაში როლები გვაქვს გადანაწილებული. მე, მაგალთად, თალაკვაძეზე და მდინარაძეზე უფრო ხშირად ვერ გავალ“, – ამბობს ფოფხაძე და ამატებს, რომ საბოლოოდ პარლამენტის ღია სხდომაზე უკვე კომიტეტებში შეჯერებულ მოსაზრებებს ის დეპუტატები აჟღერებნ, რომლებსაც საჯაროობის მეტი ხარისხი აქვთ – „ ასეთი კი პარლამენტში შეიძლება იყოს 20 დეპუტატი“.

ფოფხაძე ამბობს, რომ იგი დეპუტატებთან ერთად განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული რიგი კანონების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში: „ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, უფრო ლიბერალური გახდა მოქალაქეობის მიღების წესიც. ეს კი მნიშვნელოვანი იყო იმ ქართველებისთვის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ დაკარგული. ბორჯომის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბვერი ადამიანი გაჭირვების გამო ციხისჯვრიდან, ტაბაწყურიდან და ბალანთიდან საბერძნეთში, რუსეთში და სომხეთში წავიდა. იქ მათ ამ ქვეყნების მოქლაქეობა მიიღეს. ჩვენი კანონის სულისკვეთება კი ის არის, რომ ეს ადამიანები ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნოთ. აქედან გამომდინარე ამ კანონმა გაამარტივა ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესი“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამი მაჟორიტარი დეპუტატიდან ორს, გიორგი კოპაძეს და ენზელ მკონიანს პარლამენტის სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ. დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი კომიტეტების სხდომებზე აქტიურობენ და მუშაობენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გედევან ფოფხაძეა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომელებს ანგარიში წარუდგინეს
გედევან ფოფხაძე: იმედი მაქვს, ჩვენს ოპონენტებს კანონის თუ არა, ღვთის მაინც ეშინიათ
გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ [R]
წლის მდუმარე დეპუტატები – 2018 წელს კოპაძეს და მკოიანს პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ
‘თუ სახელმწიფოს უნდა ხალხს მიწები წაართვას, მაშინ ეს ყაჩაღობაა’,–გედევან ფოფხაძე