FM97.5 / LIVE

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 09.09.2018
ვალეში, კათოლიკე მრევლმა ღვთისმშობლის შობა იზეიმა. სადღესასწაულო წირვა ვალის კათოლიკურ ტაძარში ეპისკოპოსმა, ვატიკანის ელჩთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს კათოლიკე მრევლი 8 სექტემბერს აღნიშნავს. ამ დღეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები განსაკუთრებულად ვალეში ზეიმობენ, რადგან აქ ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესია ფუნქციონირებს.

დღეს ამ ტაძარში წირვა ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და საქართველოში მოღვაწე მღვდლებმა აღავლინეს.

სადღესასწაულო წირვისთვის კათოლიკე მრევლი ვალეში ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოებიდან ჩამოვიდა. წირვას "ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო პარტიის ლიდერი გიგი უგულავა.

ლიტურგიაზე, მრევლისათვის ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტენკურიმ იქადაგა: "მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ, რათა ვიზეიმოთ თქვენი სამრევლოს მფარველი წმინდანის დღესასწაული. ასევე ძალიან მიხარია, რომ ვარ კათოლიკეებთან და ჩვენს მართლმადიდებელ ძმებთან ერთად, რომლებიც ესწრებიან დღეს წირვას".

ვალეში ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა 1860 წელს დაიწყეს, 1862 წელს დასრულდა. ტაძრის მშენებლი მოძღვარი სტეფანე ზაქარიანი იყო.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.11.2018 სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

14.11.2018 ‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]

14.11.2018 ‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ

13.11.2018 ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]
21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
პატრიარქი მრევლს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]