FM97.5 / LIVE

ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.09.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სალონებში შესვლა და მათი შემოწმება შეუძლია.

ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი დღეს, 7 სექტემბერს, გამართულ სხდომაზე დაამტკიცა. დადგენილება ძალაში დღეიდანვე შევიდა.

ოქმი ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ გადაეგზავნება, ამის შემდეგ კი მისი თანამშრომლები სალონების შემოწმებას დაიწყებენ და დარღვევის შემთხვევაში ოქმსაც შეადგენენ.

სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის ინავარში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სალონებში ინვენტარი უნდა განახლებულიყო და ჰიგიენური წესებიც დაეცვათ. ამავე წლის ოქტომბრიდან ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა. თუმცა, ის თუ რამდენად იცავენ ჰიგიენურ ნორმებს სალონები, ამისი კონტროლი ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა ეწარმოებინა. ამ დრომდე კი კონტროლის განსახორციელებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების წესი საკრებულოს დამტკიცებული არ ჰქონდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 30–მდე სალონია და 100–მდე თანამშრომელია დასაქმებული.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
25 ივლისს ახალციხის საკრებულოში სხდომა გაიმართება
2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება