FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი სჭირდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 07.09.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება. 30–35 კაცზე გათვლილი სასტუმრო კი, სადაც სტუდენტმა თვეში 150 ლარი უნდა გადაიხადოს, ერთადერთი შეთავაზებაა იმ ასობით ახალგაზრდისთვის, რომლებსაც ახალციხეში სტუდენტური საცხოვრებლი სჭირდებათ.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი სჭირდება

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი რობიზონ ზარიძე ახალქალაქიდან, სოფელ კოთელიიდანა. ორი წელი მას სწავლის პარალელურად მუშაობაც უხდებოდა იმისთვის, რომ ახალციხეში ცხოვრება შეძლებოდა და ბინა დაექირავებინა: „იმის გამო რომ ვმუშაობდი, უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა მიწევდა. სასწავლებელს რომ სტუდენტების საცხოვრებელი ჰქონდეს, სწავლის მეტი მოტივაცია მექნებოდა“.

სტუდენტებისთვის საცხოვრებლის საჭიროებაზე საუბრობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნანა გვირჯიშვილი. იგი ასპინძიდან სოფელ ხიზაბავრიდანაა და ახალციხეში ნაქირავებ ბინაში ყოველ თვეში 250 ლარს იხდის: „გარდა ამისა, ბუნებრივია, კომუნალური ხარჯებიც გადასახდელია და თვეში მინიმუმ 300 ლარი მაინც მჭირდება“.

სტუდენტი თაკო თუმანიშვილი ამბობს, რომ ბევრ სტუდენტს ფინანსურად ბინის დაქირავების საშუალება არ აქვს: „ვერ იხდიან ქირას, ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და საერთოდ ანებებენ მერე სწავლას თავს. უნივერსიტეტს რომ საცხოვრებელი ჰქონდეს, ეს ისეთი ახალგაზრდების ოჯახებს, ვისაც ფინანსურად უჭირს შეეშველებოდა“.

ფინანსური პრობლემების გამო სასწავლებლის დატოვება მართლაც ასობით სტუდენტეს უხდება. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 55 სტუდენტი გარიცხეს, 365–ს კი სტატუსი შეუჩერდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებას წლებია ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. სასწავლებელი რუსთაველის N124-ში მდებარე ყოფილ სამხედრო დასახლებაში ტერიტორიის ნაწილის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.

„იურიდიულად არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც შენობების გადმოცემას ხელს შეუშლიდა. ერთი შენობაც კი საკმარისია საცხოვრებლის მოსაწყობად. ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებისგან უნივერსიტეტი ყოველთვის დადებით პასუხს იღებს, თუმცა ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის გადმოცემის საკითხი, თითქმის ათი წელია ზეპირ შეთანხმებას ვერ გაცდა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

ტერიტორია, რომელსაც 20 ჰექტრამდე ფართობი უკავია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და დროებით სარგებლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გადაცემული, თუმცა რა ვადით და პირობით უცნობია. 2017 წელს „სამხრეთის კარიბჭეს“ უწყებამ წერილობით უაპასუხა, რომ „ეს ტერიტორია სჭირდებათ“. შეკითხვებზე პასუხს, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ და რამდენად შესაძლებელია, რომ უნივერსიტეტმა ტერიტორიის ნაწილი მაინც მიიღოს, რედაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ისევ წერილობით ელოდება.

„სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ახალქალაქში აქვს, თუმცა ახალციხეშიც 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი გვჭირდება“, – აცხადებს ბერიძე.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტმა ბიზნესმენ გოჩა პარუნაშვილისგან შეთავაზება მიიღო, რომლის თანახმადაც სტუდენტებს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, თვეში 150 ლარად ოთახი დაეთმობათ. ამ თანხაში შევა კომუნალური ხარჯი და დამლაგებლის მომსახურებაც. სასტუმრო გათვლილი 30 კაცზეა.

„ეს უნივერსიტეტის და ბიზნესის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ვფიქრობ სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. მესკუთრემ, გაითვალისწინა სტუდენტების ინტერესი და ორივე მხარე წავიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აქედან სარგებელზე არ უნდა ვილაპარაკოთ“, – ამბობს ბერიძე.

რექტორი ფიქრობს, რომ ახალციხეში სტუდენტებისთვის სასტუმროს შეთავაზება მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს, თუმცა საერთო საცხოვრებლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.

სტუდენტები კი აცხადებენ, რომ მათთვის ვისაც ქალაქში ბინის დაქირავება უხდებათ, ეს შეთავაზება კარგია, თუმცა, საკმარისი არაა: "სასწავლებელში ბევრად მეტია ისეთი სტუდენტი, ვისაც ასეთი შეღავათის გაწევა სჭრიდება".

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]
სტუდენტობა  ნაქირავებ ბინაში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო