FM97.5 / LIVE

‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 06.09.2018
აწყურში ავზი, საიდანაც მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება თავღიაა და ამიტომ მუდამ დაბინძურებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ ბალახებთან და ხის ტოტებთან ერთად ხშირად ქვეწარმავლებიც ყრია. ამის გამო მილები იჭედება და სოფლის ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება.

‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში

აწყურში, სადაც 1 500 კაცზე მეტი ცხოვრობს, მესამე თვეა მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს. იქ კი სადაც წყალია, ძალიან ცოტა მოდის და ისიც დაბინძურებულია. სოფელში ამბობენ, რომ მილები ნაგავმა გაჭედა და გასაწმენდია. ადგილობრივები დახმარებას თვეებია ითხოვენ და როგორც თავად ამბობენ, ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

„წყალს მოყვება სილა, ჭიანჭველები, ბაყაყი, გველი და რაც კი შეიძლება რომ მილში გამოეტიოს. სოფლის 90%–ს კი ეს წყალიც არ აქვს. ჩვენთან გრაფიკით მოდის და ისიც ისეთი ცოტა, რომ ჭურჭლის გავსებას ვერ მოასწრებ“, – ამბობს აწყურის მკვიდრი მარინა მუმლაძე.

როგორც მისი მეუღლე ლევან მუმლაძე გვიყვება დასალევ წყალს მეზობლისგან ეზიდებიან: „ოთხ ადგილბრივს თავისი სახსრებით ჰყავს ტყიდან გამოყვანილი წყალი და იქიდან მოგვაქვს. ამ წყალს სუნი აქვს და ვერ დავლევ".

მათ მეზობლად მცხოვრები ნოდარ ლაბაძე გვიყვება, რომ სასმელი წყლის გამო ბავშვი მოეწამლათ: „სოფელი რომ დაიაროთ ბევრს ნახავთ ისეთს, ვინც ამ წყალმა ცუდად გახადა. მე დიდიხანია ვეღარ ვსვამ“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თვეებია სოფლის რწმუნებულს რომან გორგაძეს წყლის პრობლემის მოგვარებისთვის დახმარებას სთხოვენ, თუმცა ამაოდ.

„გვატყუებენ სულ, ბოლოს გვითხრეს 10 სექტემბერს გექნებათ სუფთა წყალიო. ოთხი დღე დარჩა 10 სექტემბრამდე, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს აწყურში მცხოვრები ბელა მახათაძე.

რომან გორგაძე „სამხრეთის კარიბჭეს“ ინტერვიუზე ჯერ შეუთნახმდა, შემდეგ კი სოფელში მისულებს დაგვემალა და ბოლოს ტელეფონიც გამორთო.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ აწყურის წყლის სისტემა მათ ბალანსზე არაა და ამ საკითხის მოგვარება ადგილბორივი თივთმმართველობის კომპეტენციაა.

ახალციხის მერიაში კი კითხვებზე პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვეს. რედაქციამ საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილი მერიას, გუშინ, 5 სექტემბერს გაუგზავნა.

‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში

‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში


[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
აწყურში სასმელი წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, მეექვსე ცდით  მოგვარდება
სამი წყაროს იმედად

სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის