FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ გზის პროექტი ჩაიბარა, თუმცა მისი ნაწილი ისევ დაზიანებულია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.09.2018
ახალციხის მერიამ ჭვინთა–ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა ჩაიბარა, თუმცა აქ, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაჩენილი ბზარები ამ დრომდე გასაკეთებელია.

ახალციხის მერიამ გზის პროექტი ჩაიბარა, თუმცა  მისი  ნაწილი ისევ დაზიანებულია

ელიაწმინდა–ჭვინთაში მისასვლელი გზა, დაახლოებით, ორი თვისწინ მოასფალტდა, მოასფალტებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია „არალმა“, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ყველა ხარვეზი გამოასწორა და აგვისტოში პროექტი ჩაიბარა კიდეც, თუმცა ჭვინთა–ელიაწმინდის გაზაზე მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ მონაკვეთების ნაწილი ისევ დაზიანებული დახვდა.

„ვიცი, რომ ჩაბარებამდე ყველა ხარვეზი გამოვასწორეთ. ახლა ახალციხეში არ ვარ, ჩამოვალ და დავინტერესდები მაგ საკითხით, ვნახავ რა ხდება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში შპს „არალის“ დირექტორის მოადგილემ ოთარ თათეშვილმა.

შეკითხვაზე, თუ გზის ნაწილი ისევ დაზიანებული იყო, მაშინ რატომ ჩაიბარეს, ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გელვასი გელაძემ გვიპასუხა: „ორი წელი საგარანტიო ვადა აქვს კომპანიას, გავლენ და მალე გააკეთებენ“.

ჭვინთა–ელიაწმინიდის გზა, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არალმა“ 864 780 და სამუშაოები განახორციელა. გარდა სოფლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა, ელიაწმინდასა და ჭვინთაში შიდა ქუჩებიც მოიხრეშა.

ახალციხის მერიამ გზის პროექტი ჩაიბარა, თუმცა  მისი  ნაწილი ისევ დაზიანებულია

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]
წელს აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის ნაწილი მოასფალტდება
სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივები
დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის მერია დაპირებული გზის მოხრეშვაზე: ‘არ ვიცით წელს გაკეთდება თუ არა’