FM97.5 / LIVE

რაში იხარჯება ახალქალაქში 6 მილიონ ლარზე მეტი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.09.2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ბოლომდე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელდეს. აქედან 15 პროექტი რეგონული განვითარების ფონდიდან, დანარჩენი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რაში იხარჯება ახალქალაქში 6 მილიონ ლარზე მეტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანასებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 15 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. მათგან 12 უკვე განხორციელდა, რისთვისაც 2 563 429 ლარი დაიხარჯა. დარჩენილი სამი პროექტიდან ორზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, ერთზე კი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, თუმცა, მასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელის დასაწყისში 31 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. აქედან 20 უკვე შესრულდა, რისთვისაც 3 632 139 ლარი დაიხარჯა. მერიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ 11 პროექტსაც განახორციელებენ: „სამი პროექტი უკვე ტენდერზეა გატანილი, რვა პროექტის დაგეგმვაზე კი ვმუშაობთ და წლის ბოლომდე ისინიც მოესწრება“.

მიმდინარე წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 46 პროექტიდან 13 გზების რეაბილიტაციას, 12 სასმელ და სარწყავ წყალს, ხუთი რიტუალების სახლების მოწყობას, დანარჩენი 16 კი სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს.

დაგეგმილ პროექტებს შორის, რომლებიც ჯერ არ განხორციელებულა გაწერილია სოფელ კარწახისა და ბოზალის სკოლებში სასმელი წყლის მილების მოწყობა, სოფელ იხტილაში, გოკიოში, ოკამსა და ოლოვერდში, ასევე, წყლის მილების რეაბილიტაცია, სოფელ ხულგუმოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენა. ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება ვარევანი–ალასთანი–კოკიოს გზაზეც.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა პროექტებისთვისაა გაწერილი ადიგენში 4 მილიონამდე ლარი
ასპინძაში 14 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 5 მილიონამდე ლარი იხარჯება
‘რეგიონული ფონდის’ დაფინანსებით ბორჯომში 7 პროექტი განხორციელდა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება