FM97.5 / LIVE

ადგილობრივები: ‘ადიგენში ‘ოცნების’ აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 05.09.2018
ადიგენში, ადგილობრივები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის ცესკოში წარსადგენად ხელმოწერებს აგროვებს.

ადგილობრივები: ‘ადიგენში ‘ოცნების’ აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს’

ადიგენის სოფლებში სმადასა და ჩორჩანში, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სალომე ზურაბიშვილისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად ახალგაზრდები ორი–სამი დღის განმავლობაში დადიოდნენ, მათ შორის ერთ–ერთი კი ჩორჩნის მკვიდრი ლაშა ტაბატაძე იყო. მათი თქმით, ის წლებია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციის წევრია.

„საღამოს მანქანით მოვიდა, როგორც ვიცი „ოცნების“ აქტივისტია. გვეკითხებოდა, გვინდოდა თუ არა ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად. ყველამ უარით გავაბრუნეთ, არც ხელი მოვუწერეთ და არც პირადი ნომრები მივეცით. არც სალომე გვინდა პრეზიდენტად და არც არავინ“, – გვითხრა სოფელ პატარა სმადაში მცხოვრებმა ზურა ჭიტაძემ.

პატარა სმადელებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებისთვის სოფელში მისულებს ხელმოწერაზე უარი არ უთხრეს დიდ სმადაში: „მოსული ვინც იყო ჩორჩნელი ბიჭია, მას სხვებიც ახლდნენ, ხელი მოვუწერეთ, მაგრამ არ უთქვამთ საიდან იყვნენ“.

სოფელ ჩორჩანში კი ამბობენ, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად მათი თანასოფლელი ლაშა ტაბატაძე დადიოდა: „გვეუბნებოდა, რომ ზურაბიშვილისთვის აგროვებდა ხელმოწერებს, მაგრამ ვისი გამოგზავნილი იყო არ უთქვამს. ისიც გვითხრა, ასეთი ხელმოწერები სხვა სოფლებშიც კეთდებაო. ლაშა ადრე „ოცნებაში“ იყო და ახლა სად მუშაობს არ ვიცი“.

ლაშა ტაბატაძე „სამხრეთის კარიბჭეს“ შინ არ დახვდა. ორი დღის განმავლობაში ის არც რედაქციის სატელეფონო ზარებს პასუხობდა. ბოლოს მასთან კონტაქტი მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით შევძელით. ტაბატაძემ დაგვიდასტურა, რომ იგი „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის წევრია, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება კატეგორიულად უარყო: „ცრუ ინფორმაცია გაქვთ, მსგავსი არაფერი გამიკეთებია“.

ადიგენის „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფრომაციას არ ფლობს“.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ არცერთ პარტიას მათთვის ხელმოწერების შეგროვება დავალებული არ აქვს: „ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ. რეზიდენტობის კანდიდატი დადის და ხვედება მოსახლეობას, პარალელურად, სურვილის შემთხვევაში ადგილზევე მოდიან და გვიცხადებენ მხარდაჭერას. კარდაკარ არავინ დადის ხელმოწერების შესაგროვებლად“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ კარდაკარ ხელმოწერების შეგროვება სამართლებრივად პრობლემას არ წარმოადგენს: „მაგრამ თუ ამ შემთხვევაში „ოცნების“ წევრები პარტიულ შტაბს, კომუნიკაციის საშუალებებს, ან რაიმე მატერიალურ რესურსს გამოიყენებენ, ეს უკვე დარღვევა იქნება. ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ მმათველი გუნდი ზურაბიშვილს უჭერს მხარს და არ არის გამორიცხული, რომ მათ სხვა მატერიალური რესურსებიც გამოიყენონ“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 40–მდე პრეზიდენტობის კანიდატის განაცხადია შესული, თითო საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებამდე 40 დღით ადრე 25 927 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

ცნობილია, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მხარს ერთ–ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ, მაგრამ ის თუ ვის გამოუცხადებს მმართველი გუნდი მხარდაჭერას ამ დროისთვის გაცხადებული არაა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან
ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება
‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან
ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]
ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას
‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]