FM97.5 / LIVE

გზა, სასაკლაო და სასმელი წყალი – რაზე ესაუბრნენ გუბერნატორს ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 05.09.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მუნიციპალიტეტების სამსახურების უფროსებს შეხვდა. რეგიონის პირველი პირი ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, პრობლემებს გაეცნო.

გზა, სასაკლაო და სასმელი წყალი – რაზე ესაუბრნენ გუბერნატორს ჯავახეთში

შეხვედრები, 4 სექტემბერს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართა.

„მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საქონლის სასაკლაო და ვუთხარით, რომ გვჭირდება. ასევე, საჭიროა ტექნიკა სოფლის მეურნეობაში. ვისაუბრეთ სოფელ ეშტიამდე მისასვლელ გზაზე, რომლის რეაბილიტაციაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს, მაგრამ დროში ჭიანურდება“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და ამატებს, რომ კარგი იქნება თუ რეგიონული განვითარების ფონდიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის მეტი თანხა გამოიყოფა – „ამიტომ ეს საკითხიც დავაყენეთ გუბერნატორთან“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი სამსახურების უფროსებმა ყურადღება სასმელი წყლის მოწესრიგებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობის საჭიროებაზე გაამახვილეს.

„ასევე, ვისაუბრეთ სოფლებამდე მისასვლელ გზებზე, ბევრ სოფელში გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორი მსგავსი სახის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს
ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობას შეხვდა[R]
ახალქალაქის ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?
ახალქალაქის მერი: ‘ტერიტორიას კუბოების  ყუთებისგან ჩვენი სამსახური გაწმენდს'
სოფელ განძაში სეტყვამ ნათესები და საქონლის სადგომები დააზიანა