FM97.5 / LIVE

„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2018
„ტაოს“ რაგბის კავშირისგან პირველ ლიგაში მონაწილეობისთვის და სეზონის მოსამზადებლად 37 500 ლარი გადაეცა.

„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება

„ტაოს“ მორაგბეები რეგიონ ლიგის 2017–2018 წლების სეზონის გამარჯვებულები გახდნენ და საქართველოს „დიდ ათეულს“, უმაღლეს ლიგას, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. იმ შემთხვევაში, თუ შედეგს გაიმეორებენ, მესხი მორაგბეები რაგბის უმაღლეს ლიგაში, „დიდ ათეულში“ მოხვდებიან.

„ორ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი კლუბი არსებობს, ამ ხნის მანძილზე მივაღწიეთ იმას, რომ გუნდი პირველ ლიგაში აღზევებულიყო. პირველ ლიგაში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ, მათ შორის ჩვენ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ. ჩვენი მინიმალური მიზანი წელს ჩემპიონატში დარჩენა იქნება. პროგრამა მაქსიმუმი კი მესამე-მეოთხე ადგილზე მოხვედრაა”, - ამბობს სარაგბო კლუბ ტაოს პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე.

გუნდს ახალი სეზონის დაწყებამდე ოთხი ახალი მორაგბე შეუერთდა, სამმა სპორტსმენმა კი „ტაო“ დატოვა.

სერგო ყურაშვილი გუნდის ერთ-ერთი ახალწვეულია, მორაგბემ რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემა „ავანგარდში“ გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა: „ტაოში ნამდვილი მეგობრული გარემოა, ეს კი რაგბში ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე თბილისში ვთამაშობდი, ახლა კი ასპინძის ბაზაზე ვიცხოვრებ და გუნდთან ერთად ვეცდები „ტაოს“ წარმატებას“, - ამბობს გუნდის ახალწვეული.

სარაგბო გუნდი ახალ სეზონს 6 ან 7 ოქტომბერს, საშინაო მატჩში ქუთაისის “ბაგრატთან“ დაპირისპირებით დაიწყებს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს
გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა
23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება
'ტაომ' ჭიათურის გუნდს მოუგო
‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა
გუნდი ‘ტაო’ 9 მარტს საშინაო მატჩს გამართავს