FM97.5 / LIVE

ადგილობრივები: შსს–მ 200 ჩამორთმეული მანქანიდან მხოლოდ 5 დააბრუნა

მთავარისიახლე, სამართალი 04.09.2018
ბორჯომსა და ადიგენში, გასულ წელს, ხე–ტყის უკანონოდ გადატანისას ჩამორთმეული მანქანების მესაკუთრეები ამბობენ, რომ ამ დრომდე შსს–მ მანქანა მხოლოდ სამ ადგილობრივს დაუბრუნა.

ადგილობრივები: შსს–მ  200 ჩამორთმეული მანქანიდან მხოლოდ 5 დააბრუნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ წელს, ბორჯომსა და ადიგენში ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გადატანისას ჩამორთმეული მანქანების ნაწილი მესაკუთრეებს უკვე დაუბრუნეს, თუმცა, ჩამორთმეული 200–მდე მანქანიდან რამდენიაა ასეთი არ აკონკრეტებენ: „როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება მანქანას ყველას დავუბრუნებთ. ძიება ჯერ ისევ მიმდინარებს და ჯერ პასუხისგებაში არავინ მიგვიცია“.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ საგამოძიებო პროცესი დროში ჭიანურდება.

„ერთ ადიგენელს სამი მანქანა ჰყავდა და მისცეს, ასევე, ორ ადიგენელსაც თითო–თითო დაუბრუნეს. მაგის მეტი მანქანა არც ადიგენში და არც ბორჯომში არავისთვის დაუბრუნებიათ, ყოველდღე ველოდებით რაიმე სიახლეს“, – ამბობს ბორჯომში მცხოვრები გიორგი ბარამიძე.

იგივე განაცხადეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში სხვა ჩამორთმეული მანქანების მესაკუთრეებმაც: „სამი მანქანა მიყენია საჯარიმოზე, ვნახულობ–ხოლმე და დამპალია თითქმის სამივე. ჯერ იქიდან მარტო ხუთი მანქანა გაუშვეს“, – გვეუბნება ანზორ დარბაიძე.

ახალციხეში, საჯარიმო ავტოსადგომზე, მერქნით დატვირთული ისევ ათობით მანქანა დგას. მძღოლების თქმით, მანქანების დაბრუნებაზე პროკურატურიდან თუ სამხარეო ადმინისტრაციიდან არაერთი დაპირება მიირეს თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა: „ესე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაგვიბარეს რამდენჯერმე პროკურატურაში და გვითხრეს, რომ მოგვცემდნენ, მაგრამ ისევ ისეა ყველაფერი. 5 ოქტომბრისთვის ისევ ვაპირებთ შეკრებას და აქციის გამართვას, სხვა გზა არ მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩამორთმეული მანქანების მეპატრონეებმა, ტრანსპორტის დაბრუნების მოთხოვნით, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, როგორც სამხარეო ადმინისტრაციასთან ასევე, საოლქო პროკურატურასთან და სამხარეო სამმართველოსთანაც.

ადგილობრივები: შსს–მ  200 ჩამორთმეული მანქანიდან მხოლოდ 5 დააბრუნა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

14.10.2018 მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13.10.2018 გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
აქციის მონაწილეები: „გუბერნატორი ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაში დაგვეხმაროს“
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ
ჩამორთმეული მანქანების დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქე პროკურატურასთან შიმშილობს
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ გუბერნატორი ხვდება [Video]
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული