FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში გელა დემეტრაძეს ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.09.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს გელა დემეტრაძეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, ამავე პარტიაში სიის მეოთხე ნომერი ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს.

ახალციხის საკრებულოში გელა დემეტრაძეს ეკა ტატალაშვილი ჩაანაცვლებს

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე მიმართა. ამიტომ ახალი წევრის საკრებულოში შესვლას უახლოეს სხდომაზე დეპუტატები ცნობად მიიღებენ. სავარაუდოდ, ამავე სხდომაზევე შეიქმნება ახალი ფრაქცია „ევროპული საქართველო“, რომელიც გელა დემეტრაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ავტომატურად გაუქმდა. მიზეზი ის იყო, რომ ფრაქციაში სამ წევრზე ნაკლები დარჩა.

„თუ შესაბამისი დოკუმენტები მომზადებული ექნებათ შეუძლიათ, რომ ფრაქცია უახლოს სხდომაზე დაარეგსტრირონ, შეზღუდულები არ არიან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დემეტრაძის თქმით, ფრაქციის ხელახლა დარეგისტრირების შემდეგ თავმჯდომარე ირინა გელაშვილი გახდება, მისი მოადგილე ეკა ტატალაშვილი იქნება, რიგითი წევრი კი ემანუელ პოზოიანი.

ახალციხის საკრებულოში მომავალი სხდომა ჯერ დანიშნული არ არის.

ეკა ტატალაშვილი 2000–2017 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა პოზიცაიზე მუშაობდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე ყოფილ დეპუტატს გელა დემეტრაძეს ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზი ავარიის გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია. საქმე ეხება 15 აპრილს ახალციხე–აბასთუმნის გზაზე მომხდარ ავარიას, რომლის შედეგადაც სამი პირი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა.

დემეტრაძეს სამი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, ერთი წლით ავტომანქანის მართვა აეკრძალა. სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 20 ივლისს მიიღო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხის საკრებულოში ფრაქცია  დაარეგისტრირა
გელა დემეტრაძეს ახალციხის საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა
ახალციხეში ფრაქცია 'ევროპული საქართველოს' თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა
ახალციხის საკრებულოში ვაჟა ჩიტაშვილი ემანუელ პოზოიანმა ჩაანაცვლა
ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა