FM97.5 / LIVE

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მთავარისამართალი 04.07.2013
რა შესთავაზა ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გოჩა ჯეირანაშვილმა, რომელმაც მამუკა ხვედელიანის საქმეზე გამართლებელი განაჩენი გამოიტანა, სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორს გივი პაპუაშვილს არაოფიციალურ ვითარებაში

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პორკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნით. მოსამართლის სიტყვებით „ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა“. პროკურორმა მის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა“, - განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში მამუკა ხვედელიანი და მის საქმეში ოთხივე ბრალდებული: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე, რომელთაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დღეს, 12.00 საათზე, ბორჯომში მათი ციხეში დაბრუნების მოთოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აქციის გამართვას ხვალ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გეგმავენ.

რაზე ისაუბრეს ჯეირანაშვილმა და პაპუაშვილმა, "სამხრეთის კარიბჭე" რამდენიმე წუთში გაცნობებთ.

[Sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
აქციის მონაწილეებმა ბორჯომში გზა გადაკეტეს
უზენაესი სასამართლო - პროკურატურა თავად ითხოვდა ხვედელიანის საქმეზე საპროცესო გარიგებას
ბორჯომიდან აქცია ახალციხის სასამართლოსთან გადმოინაცვლებს
ოლქის პროკურორი - მოძალადეებთან საპროცესოს არ ვაფორმებთ
რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული