FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე ‘მოძრავ შტაბთან’ ერთად სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.08.2018
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ‘მოძრავი შტაბით’ სამცხე–ჯავახეთი ს სოფლებში ადგილობრივებს ხვდება. ტურნეს მიზანი რეგიონში არსებული პრობლემების გაცნობაა.

დავით ბაქრაძე ‘მოძრავ შტაბთან’ ერთად  სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს

დღეს, 31 აგვისტოს „მოძრავი შტაბი“ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა. პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ადგილობრივებთან საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრეს, ასევე, მათ პრობლემებს გაეცნენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი ამბობს, სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევრობაზე, მცირე პენსიასა და მაღალმთიანი დასახლების სტატუსის არქონაზე ჩივის: „ეს შეხვედრები სპონტანურია, წინასწარ არ არის მოსახლეობა შეკრებილი. დავდივართ ყველა ერთად, ავტობუსით. დღეს ვიყავით აბასთუმანში, სოფელ აბასთუმანში, ვარხანში, არალში, უდეში და ახლაც ვმოძრაობთ. ხალხს გზადაგზა ვხვდებით“.

„მოძრავი შტაბი“ უკვე იყო ახალციხის სოფლებში, ხვალ, 1 სექტემბერს კი შტაბის ავტობუსი ასპინძის სოფლებს გაივლის.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ევროპული საქართველოს“ მოძრავმა შტაბმა ტურნე ერთი თვის წინ, კახეთიდან დაიწყო. მათი ინფორმაციით, შტაბი ყველა რეგიონში ჩავა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

14.02.2020 ხაშური-აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა
ბაქრაძე ოპოზიციას: 'მეორე ტურისთვის საერთო შტაბი შევქმნათ'
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
შტაბი: აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ქვეყნის ავიაცია ერთვება
შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება
”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა