FM97.5 / LIVE

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.08.2018
აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციის პროცესში 20 ოჯახს გამოსახლება მოუწევს. მათ საცხოვრებელი ფართი თავად უნდა მოძებნონ, ამისთვის კი სახელმწიფო კომპენსაციას მისცემს.

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ოჯახების გამოსახლება ეტაპობრივად მოხდება, თუმცა, ნებისმიერი ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, შესაძლოა, გარდა 20 ოჯახისა სახლების დატოვება დროებით სხვებსაც მოუხდეთ. ამის შესახებ ყველა ოჯახს წინასწარ გააფრთხილებენ, ასევე წინასწარ მიიღებენ კომპენსაციასაც.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიქირავა კონსულტანტი, რომლის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, იმ უძრავ ქონებებზე, რომლებზეც წარმოიშობა მესაკუთრეთა/მფლობელთა განსახლების საჭიროება, განისაზღვრა შესაბამისი კომპენსაციები“, – ნათქვამია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილ წერილში.

უწყების ინფორმაციით აბასთუმანში 18 ისტორიული შენობიდან, რომლებსაც რეაბილიტაცია უტარდებათ, ერთი სახელმწიფო საკუთრებაა, სამი შენობა–ნაგებობა სახელმწიფო და კერძო პირების თანასაკუთრებაშია, ორი ნაგებობა კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაა, დანარჩენი კი საცხოვრებელ ფართებს წარმოადგენს და კერძო პირების მფლობელობაშია.
ამ დროისათვის რეაბილიტაცია ექვს შენობა–ნაგებობას უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აბასთუმანში 40–მდე მუშაა დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ აპრილის ბოლოს დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტისთვის განსაზღვრული 3 715 305 ლარია.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მგფ: აბასთუმანში კომპენსაცია ყველა გასახლებულ ოჯახს დაერიცხა
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის გამო 20 ოჯახია გასახლებული
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]
აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სახლების დატოვება ოქტომბრიდან მოუწევთ [Video]
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო