FM97.5 / LIVE

შსს ვიდეოჯარიმების შესახებ, მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, სატელეფონო ბაზას განაახლებს

მთავარისიახლე, სამართალი 31.08.2018
შსს–ს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

შსს ვიდეოჯარიმების შესახებ, მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, სატელეფონო ბაზას განაახლებს
დღეიდან, 31 აგვისტოდან ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.


სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.

შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

14 იანვრიდან 'ჭკვიანი' კამერებით დაჯარიმდებიან ავტომობილები, რომლებსაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება
შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მძღოლებს მიმართავს
შსს–მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო
დღეიდან ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი
1-ელი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ვებგვერდზე შეძლებენ
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო