FM97.5 / LIVE

საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2018
პრეზიდენტის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად, 21 822 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა.

საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

კონკურსის წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიასაშუალებებს. ამასთან, სხდომის მიმდინარეობაში ჩარევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სხდომის ფოტო - ვიდეო გადაღება, რითაც უზრუნველყოფილია პროცესის მეტი საჯაროობა.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკური 3 637 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს კონკურსის წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, ირჩევს ზემდგომი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრი სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიები საქმიანობას იწყებენ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა 999 განაცხადი შევიდა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
1766 განაცხადი სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიის წევრობისთვის
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საუბნო კომისიაში წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი