FM97.5 / LIVE

შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მძღოლებს მიმართავს

მთავარისიახლე, სამართალი 29.08.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მძღოლებს, რომ მათ ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, საკუთარი საკონტაქტო მონაცემების ვალიდურობა გადაამოწმონ.

შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მძღოლებს მიმართავს

ჯარიმების საკითხთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი გიორგი არსოშვილი აცხადებს მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია - რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი: "მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება".

მან მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მიღების წესები შეახსენა: "ჭკვიანი კამერების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები. ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით".

არსოშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში", – აცხადებს არსოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე, ქვეყანაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია დამატებით 1 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

[sknews.ge]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

14 იანვრიდან 'ჭკვიანი' კამერებით დაჯარიმდებიან ავტომობილები, რომლებსაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება
შსს ვიდეოჯარიმების შესახებ, მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, სატელეფონო ბაზას განაახლებს
შსს–მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო
დღეიდან ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი
1-ელი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ვებგვერდზე შეძლებენ
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება