FM97.5 / LIVE

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

მთავარისიახლე, არჩევნები 29.08.2018
29 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიცილურად დაიწყო. შესაბამისად, ძალაში შევიდა წესები და შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია საარჩევნო სუბიექტების, თანამდებობის პირებისა და მედიისათვის.

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.

მათ უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში, ასევე უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასევე ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა შეადგინონ, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს და გადასცენ ის საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი.

აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში.

2017 წელს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, "საარჩევნო კოდექსში" პირდაპირ ჩაიწერა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მანამდე კი მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული პროცედურები არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყებოდა.

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

8 ივნისიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
რომელ შენობებში ჩატარდება წინასაარჩევნო ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში
ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების განრიგი  დაამტკიცა
საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება