FM97.5 / LIVE

ასპინძაში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.08.2018
დღეს, 28 აგვისტოს ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან ექვსი წლის ბიჭს "პაჯერო იოს" მარკის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასპინძაში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

შემთხვევა ასპინძაში დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს მანქანა ხვილიშის ეკლესიასთან ახლოს დაეჯახა.

"ბიჭი მშობლებს ეკლესიაში მოსანათლად ჰყავდათ მიყვანილი, წირვის დამთავრებას ელოდებოდნენ. ბავშვმა ამ დროს გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, მაშინვე გააჩერა მანქანა და ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანა".

დაშავებული ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ამბობენ ექვსი წლის ბიჭის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ტვინის შერყევა აქვს.

"ჩვენ ქირურგიული სტაციონარი არ გვაქვს, ველოდებით კატასტროფის ბრიგადას და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ. მოტეხილობა არ ჩანს, მაგრამ საჭიროა კომპიუტერული კვლევა", – ამბობს კლინიკის მენეჯერი მანანა ცინაძე.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ასპინძაში ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
აწყურში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქალს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში გაჩერებაზე მდგომ 19 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა