FM97.5 / LIVE

ახალციხელი სტუდენტი, ნანი მანველიშვილი პრეზიდენტმა დააჯილდოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.08.2018
ესეების კონკურსში ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ ნანი მანველშვილმა პირველი ადგილი აიღო.

ახალციხელი სტუდენტი, ნანი მანველიშვილი პრეზიდენტმა დააჯილდოვა

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა რომელიც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" (EARI) განახორციელა. გიორგი მარგველაშვილმა გამარჯვებულები პრეზიდენტის სასახლეში გუშინ, 24 აგვისტოს დააჯილდოვა.

ნანი მანველიშვილი, ქალაქ ვალიდან არის, ის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მაგისტრანტია.

"უნდა დაგვეწერა ჩვენი თვალით აღქმული საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი. ჩემს ესეში წერია ამბავი ერთ ოჯახზე მამაზე, შვილსა და შვილიშვილზე. მამა 1918 წლის ამბების მონაწილე და პირველი რესპუბლიკის ერთ–ერთ მთავარი პერსონაა, მისი შვილი, აფხაზეთის ომში დაიღუპა და შვილიშვილი კი 8 აგვისტოს ომის მონაწილეა", – ამბობს ნანი მანველიშვილი.

ესეების კონკურსში ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები იყო: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან. ნაშრომები შეფასდა 10-ქულიანი სისტემით.

სტუდენტებს შორის გამოვლინდა პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები:

I ადგილი - ნანი მანველიშვილი (თსუ)
II ადგილი - ლანა კაპანაძე (თსუ)

პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდა პროფესორ-მასწავლებლებსაც შორისაც:

I ადგილი - ზვიად დოლიძე (IBSU)
II ადგილი - თინათინ მშვიდობაძე (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი)

საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, I ადილისთვის 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი. კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა კრებული, სადაც შესულია გამარჯვებული ესეები. საუკეთესო 26 ესეს ავტორს კი კრებულთან ერთად გადაეცა სიგელები და საჩუქრები.

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘გახდი ბესტსელერის ავტორი’ - ნანი მანველიშვილი კონკურსის გამარჯვებულია
ახალციხის მერიამ ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ახალციხეში კროსის ღია ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ