FM97.5 / LIVE

რეგფონდიდან ასპინძას 400 ათას ლარზე მეტი დაემატა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2018
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასპინძის მუნიციპალიტეტს 461 968 ლარი დაემატა, ამ თანხით დაბაში ორი ქუჩა მოასფალტდება.

რეგფონდიდან ასპინძას 400 ათას ლარზე მეტი დაემატა

2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 24 აგვისტოს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

„საარჩევნო პერიოდი იწყება და უნდა მოგვესწრო ცვლილებების შეტანა, ამიტომ რიგგარეშე სხდომა ჩავატარეთ“,–განაცხადა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა მელიქიძემ.

მისი თქმით, იმ თანხით, რაც რეგფონდმა ასპინძის მუნიციპალიტეტს გადასცა, დაბაში ცხრა აპრილისა და სულხან– საბას ორბელიანის ქუჩები მოასფალტდება.

„ჩვენ ამ ქუჩის პროექტები სამინისტროში გაგზავნილი გვქონდა, თუმცა დაფინანსებას ამ ეტაპზე არ ველოდით, ორი კვირაა რაც თანხა ჩაგვერიცხა და წლის ბოლომდე განვახორციელებთ“,–ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ასპინძის საკრებულომ 2019 წელს დაგეგმილი 15–მდე პროექტისათვის, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად 186 000 ლარით განსაზღვრა.

მომავალი წლისათვის ასპინძაში იგეგმება სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე დაბაში ქუჩების რეაბილიტაცია და გარე განათებების მოწყობა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
დაბა ასპინძაში სარწყავი არხის რეაბილიტაცია იგეგმება
რეგფონდიდან  ახალციხეს მილიონ ლარზე მეტი დაემატება
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
ასპინძაში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
რას მოხმარება რეგფონდიდან გამოყოფილი  1 400 000  ლარი
ასპინძის ბიუჯეტის პროექტი  4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა