FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 4.4 მლნ ლარი დაიხარჯება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2018
2018 წელს ნინოწმინდაში 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, აქედან ხუთს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს, 17–ს კი ადგილობრივი თვითმმართველობა.

ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  4.4 მლნ ლარი დაიხარჯება

რეგფონდმა მიმდინარე წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 3 424 830 ლარი გამოუყო. დანარჩენ 17 პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 1 056 422 დაიხარჯება.

თანხის უმეტესი ნაწილი გზების მოასფალტებას, საბავშვო ბაღების და სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ხმარდება.

პროექტების ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია, ნაწილზე ხელშეკრულება ახლა ფორმდება.

2018 წელს განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი:


1. ეშტიიის გზის რეაბილიტაცია – 1 545 783 ლარი;

2. ორაჯალარის მინი სტადიონის მშენებლობა – 35 807 ლარი;

3. განძის რიტუალების სახლის მშენებლობა – 32 000 ლარი;

4. ნინოწმინდის საბავშვო ბაღის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – 66 666 ლარი;

5. დიდი არაქალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და გაზიფიცირება – 17 698 ლარი;

6. ნინოწმინდის „წიწერნაკის“, განძის და დილიფის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია – 55 188 ლარი;

7. ეფრემოვკის, ჟდანოვაკანის, უჩმანას რიტუალების სახლების რეაბილიტაცია – 52 439 ლარი;

8. ნინოწმინდის ქუჩების მოასფალტება – 1 828 238 ლარი;

9. ნინოწმინდის გარე განათების ქსელის მოწყობა – 70 000 ლარი;

10. ნინოწმინდის საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა – 87 077 ლარი;

11. ჯიგრაშენის წყალსადენის რეაბილიტაცია – 3 389 ლარი;

12. ყაურმის სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები – 65 385 ლარი;

13. განძის სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები – 55 000 ლარი;

14. ნინოწმინდის მინი სტადიონის მშენებლობა – 39 118 ლარი;

15. საღამოს დედათა მონასტერში გათბობის სისტემის დამონტაჟება – 7 777 ლარი;

16. ხანჩალთან მიმავალ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია – 3 815 ლარი;

17. სათხეში, გორელოვკასა და განძაში გარეგანათების დამონტაჟება – 7 688 ლარი;

18. დიდი გონდურის რიტუალების სახლის სახურავისა და ნინოწმინდის ადმინისტრაციული შენობის საქვაბის სახურავის რეაბილიტაცია – 3 050 ლარი;

19. ნინოწმინდაში 26 კომისრის ქუჩის მოასფალტება – 98 056 ლარი

20. ნინოწმინდაში სევაკის ქუჩის მოასფალტებს სამუშაოები – 119 079 ლარი;

21. სპასოვკის კლუბის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები – 30 000 ლარი;

22. სათხა–სპასოკის გზის მოასფალტება – 258 000 ლარი;

[თორნიკე ზაზაძე, ნინოწმინდა]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ნინოწმინდაში 12 ქუჩის მოასფალტებისთვის ტენდერი 1 828 238 ლარზე გამოცხადდა
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
ნინოწმინდის ოთხ სოფელში კლუბების რეაბილიტაცია იწყება
ახალდაბის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 98 971 ლარი იხარჯება
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]