FM97.5 / LIVE

ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2018
ასპინძაში, ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფარსტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. შენდება ვიზიტორთა ცენტრი, საპარკინგე ადგილი და ტერასები, სადაც მესხური ჯიშის ვაზი გაშენდება.

ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ტერასები ისტორიული კომპლექსთან ახლოს, დაახლოებით ერთ ჰექტარზე გაკეთდება. სამუშაოები სააგენტოს საბჭოს წევრების მიერ გაცებული ნებართვის საფუძველზე დაიწყო.

„მესხური ტერასები, ისტორიულად და გეგოგრაფიულად დამახასიათებელი ელემენტია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამიტომ ჩევნ მივიჩნიეთ საჭიროდ და ამ იდეამ დადებითი რეკომენდაცია მიიღო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრებისგანაც“.

სააგენტოს ინფორმაციით, ტერასების მოწყობა არქეოლოგების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს.

„აქ ასევე მუშაობს ტექნიკაც, რომელიც მიწის ზედაფენის მოხსნის სამუშაოებს ასრულებს, თუმცა მისი მუშაობა კომპლექს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან საკმარისად შორს არის“.

ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია საპარკინგე ადგილის მოწყობა. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა კი დასასრულს უახლოვდება.

კლდეშინაკვეთი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია შპს „არქიტექსი“ და შპს „ასტორია“ ასრულებენ. სამუშაოებს მსოფლიო ბანკი, ორი მილიონი ლარით აფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ ვარძიაში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუსაოები 2014 წლიდან დაიწყო. ვარძიის კომპლექსის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, წელს უნდა დამთავრდეს. გასული წლების განმავლობაში, ჩატარდა არქეოლოგიური კვლევები, გასუფთავდა და დაემატა ახალი გამოქვაბულები. მათი რაოდენობა არსებული ქვაბულების დაახლოებით 20% –ს შეადგენს. კომპლექსის ზედა მხარეს, საიდანაც ქვათა ცვენის საშიშროება იყო, გაკეთდა დამცავი ბადეები.

გამოქვაბულებში დამონტაჟდა განათება და მიმანიშნებელი დაფები. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოეწყო სველი წერტილები, დაიდგა ხის სკამები და წყლის ბიუეტები.

ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე  ეტაპი დაიწყო
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს