FM97.5 / LIVE

ბორჯომში 74 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

მთავარისაზოგადოება 04.07.2013
ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 74 წლის ქალი მეზობელმა გონებადაკარგული იპოვა. მისი მდგომარეობა მძიმეა, იგი ამ დრომდე ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს.

ბორჯომში 74 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს
რა მოხდა სინამდვილეში, მეზობლებმა არ იციან. იატაკზე მწოლიარე, უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა ქალბატონი ერთ-ერთმა მეზობელმა ნახა. დანარჩენებმა მომხდარის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სახლთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოჩნდა. ბორჯომში ამბობენ, რომ ქალბატონი გააუპატიურეს.

‘სამი დღეა არ გამოჩენილა. ჩემმა შვილიშვილმა მითხრა, ცუდად გამხდარა და სასწრაფომ წაიყვანაო. ვერაფერს გეტყვით რა მოხდა, ძალიან წესიერი ქალია, ცოტა წნევა აწუხებდა, სხვა არაფერი ვიცი. სადისტი უნდა იყო, ასეთირამე რომ იკადრო“,-ამბობს მესხეთის ქუჩის მცხოვრები სედა კიკნაძე.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 74 წლის ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 ივლისს 17:45 საათზე შეიყვანა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოყვანისას გამოხატული იყო ცნობიერების დაბინდვა, გაკეთდა კომპიუტერული კვლევა, დადასტურებულია იშემიური ინსულტი. მდგომარეობა მძიმეა, აქვს სენსომოტორული აფაზია და ამიტომ რა მოხდა ვერ გეტყვით, პაციენტს საუბარი არ შეუძლია. საკვებს მიირთმევს და თვალებით რეაგირებს“, - ამბობს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეამინოტოლიგი თემურ ლომსაძე.

რა მოხდა სინამდვილეში, სამედიცნო ცენტრში ვერ აკონკრეტებენ.

„გაუპატიურებისა და წამების ფაქტები დადასტურებული არ არის. არანაირი საფუძველი არ მაქვს, ეს ფაქტი დაგიდასტუროთ. ქალბატონს აღენიშნება ნაწოლები სხეულის მარჯვენა გვერდის კიდეებზე, რაც შეიძლება იყოს ხანგრძლივი, გაუნძრეველი წოლით მაგარ ზედაპირზე. მეზობელმა ნახა იატაკზე ცნობიერება დაბინდული”, - ამბობს მკურნალი ექიმი.

მომხდარს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული განყოფილება იკვლევს. გამოძიების დამთავრებამდე განყოფილებაში კომენტარისაგან თავს იკავებენ. ქალბატონის ბინა ამ დროისთვის დაკეტილია.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომში]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გონებადაკარგული ქალის მდგომარეობა სტაბილურია
თურქეთის სამი მოქალაქე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ბაკურიანში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს მანქანა დაეჯახა
ბორჯომში ქვეითებს ავტომანქანა დაეჯახა, დაშავებულები არიან მცირეწლოვანები
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა
ახალციხეში დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა